იტალიასაზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა იტალიაში, დაღუპულთა შორის 2 ბავშვია

4 ადამიანი დაიღუპა დღეს, 5 ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მილანი-ნეაპოლის ტრასაზე, მათ შორის, 2 ბავშვი – 8 თვის ბიჭუნა და 10 წლის გოგონა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ტრაგედია არეცოს რაიონში, სიენიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მოხდა – სატვირთო ავტომანქანა ორ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

პოლიციის პირველადი რეკოსტრუქციით, ბავშვები 7-ადგილიან ავტომობილში ისხდნენ 5 სხვა ადამიანთან ერთად. სატრანსპორტო საშუალება სატვირთოს უსწრებდა, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომანქანის პირისპირ აღმოჩნდა. მიკროავტობუსის 4 მგზავრი, რუმინეთის ორი მოქალაქე და ორი ბავშვი, ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის დროს კიდევ 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი. ბავშვები ვერტმფრენით ფლორენციის მეიერის პედიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, უფროსები კი – არეცოს და სიენის საავადყოფოებში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close