კრიმინალისაქართველო

მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან ისროდა, დაკავებულია

მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, დაკავებულია.

ადგილზე გაუვნებელყოფის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ პირთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ.

ამ დროისთვის სამართალდამცველთა ოპერაცია დასრულებულია.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ოჯახის წევრებთან კონფლიქტის შემდეგ დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ სროლა.

ინფორმაცია ვარკეთილში სროლის შესახებ დაახლოებით დღის პირველი საათისთვის გავრცელდა.  შსს-მ შეტყობინების შესვლისთანავე გაუვნებელყოფის ოპერაცია დაიწყო. მეზობლების თქმით, მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა და მისი ცოლი და ბავშვები უსაფრთხო ადგილას იყვნენ.

შსს-ს ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებული.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close