ჰოროსკოპი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებს ამ ზაფხულს ყველაზე მეტად გაუმართლებთ

ცაში პლანეტების განლაგება, პრაქტიკულად, ყველა ადამიანის ცხოვრებაზე მნიშვნელოვნად აისახება, ამიტომ თუ გსურთ, რომ ხელსაყრელად დაგეგმოთ ზაფხულის პერიოდი, კარგი იქნება, გაეცნოთ, რას გვირჩევენ ასტროლოგები. ამის შესახებ Felomena წერს.

ასტროლოგიური პროგნოზების თანახმად, ამ ზაფხულს ზოდიაქოს სამი ნიშნის წარმომადგენლებს განსაკუთრებით გაუმართლებთ, იმდენად, რომ მათ შეიძლება იღბლიანებიც კი ვუწოდოთ. რა თქმა უნდა, მრავალი დადებითი მოვლენა ელოდებათ ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენლებსაც, მაგრამ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვილდოსნის, კირჩხიბის და მერწყულის ნიშნებს განეკუთვნებიან, ფორტუნა განსაკუთრებულ კეთილგანწყობას გამოიჩენს. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფორტუნა შანსებს გაძლევთ, თქვენ კი ეს შანსები ყურადღების მიღმა არ უნდა დაგრჩეთ და სათანადოდ უნდა გამოიყენოთ. ზოგადად კი, ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენლების საყურადღებოდ ვიტყვით, რომ პოზიტიურად დამუხტვა და კარგი ამბების მოლოდინი სათანადო შედეგს იძლევა და, შედეგად, სამყაროც პოზიტივს გჩუქნით ბუმერანგის პრინციპით.

მშვილდოსანი

ამ ნიშნის წარმომადგელებისთვის 2020 წლის ზაფხული ყველაზე ბედნიერი და დასამახსოვრებელი იქნება თავისი კაშკაშა მოვლენებით. მშვილდოსნები დიდი ხანია ერთი იდეის განხორციელებაზე ფიქრობენ და,  როგორც იქნა, ეს დროც დადგა – ამისთვის მათ მშვენიერი შესაძლებლობა ექნებათ.

უკვე ზაფხულის დასაწყისში განვითარებული მოვლენები ხელს შეუწყობს მშვილდოსნების იდეების განხორციელებას და ეს პერიოდი საინტერესო ცვლილებების დასაწყისი იქნება, თუმცა მშვილდოსნებმა უნდა გაითავისონ, რომ დაწყებული საქმე შუა გზაზე არ უნდა მიატოვონ.

ადრე დაწყებული საქმეები წარმატებით დასრულდება და მშვილდოსნებს ბევრ გამარჯვებას და, რა თქმა უნდა, კარგ შემოსავალსაც მოუტანთ. თუ ადრე მშვილდოსნები მხოლოდ სტაბილურობაზე ოცნებობდნენ, ზაფხული მათ სისტემატური წარმატებებით გაახარებთ. ფორტუნა ამ ნიშნის წარმომადგენლებს  მოთმინებისა და შრომისმოყვარეობისთვის დააჯილდოებს, კარიერულ საკითხებში ძალიან საინტერესო პერსპექტივებს გაუხსნის. ფორტუნა თავის კეთილგანწყობას სასიყვარულო საქმეებშიც გამოიჩენს. მარტოხელა მშვილდოსანს შესანიშნავი შანსი ექნება, რომ ბოლოს და ბოლოს თავისი მეწყვილე იპოვოს. უკვე შემდგარ ოჯახურ წყვილს კი ბედი რომანტიკით სავსე ზაფხულს სჩუქნის.

მერწყული

ამ ზაფხულს მერწყულის წარმატება პირდაპირ კავშირშია დიდი ხნის განმავლობაში გაწელილ პრობლემებთან. ისეთი საკითხებიც კი, რომელთა მოგვარება წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა, სწორედ წელს, ზაფხულში საკმაოდ წარმატებით მოგვარდება. მთავარია, მათ გადასაჭრელად სტანდარტული მიდგომები დაივიწყოთ და სიტუაციიდან არასტანდარტული გამოსავალი იპოვოთ.

ზაფხულში მერწყულის ჰორიზონტზე მოულოდნელად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მათ გეგმების განხორციელებაში დაეხმარონ.

დახმარებაზე უარს ნუ იტყვით და ნახავთ, თუ როგორ უკვალოდ გაქრება თქვენი პრობლემები. ასევე, ზაფხული შესანიშნავი დრო იქნება ახალი საქმის დასაწყებად. ფორტუნის კეთლგანწყობის წყალობით, მათ მიერ ზაფხულში დაწყებული ყველა საქმე  ძალიან წარმატებული იქნება, განვითარებისას დაბრკოლებები არ შეხვდება. ბოლოს და ბოლოს მეწყულების წინაშე გაიხსნება ყველა კარი, რომელზეც მთელი გაზაფხული უშედეგოდ „აკაკუნებდნენ“, და მათი საქმეები წინ წაიწევს.

კირჩხიბი

პრაქტიკულად, ყველა კირჩხიბს აქვს სანუკვარი, დიდი ხნის განმავლობაში გულით ნატარები ოცნება. ფორტუნის წყალობით, სწორედ ამ ზაფხულს შეძლებენ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მის რეალიზებას, რაც მათ უზომოდ გააბედნიერებთ.  მთავარია, არ იყოყმანონ და დროულად გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯი.

კირჩხიბები ყოველთვის ცდილობენ ახლობელი ადამიანების მფარველობას და მათ დახმარებას, ამიტომ ზაფხულში მათ დამსახურებული ჯილდო ელით ასეთი ძალისხმევისთვის. ფორტუნა ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველა უსიამოვნებასა და მღელვარებას თავიდან აააცილებს. თანდაყოლილი ხიბლი და  საზრიანობა კირჩხიბებს კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. სირთულეები და მღელვარება უკან დარჩება, ზაფხული კი სავსე იქნება  განსაკუთრებით სასიამოვნო მომენტებით.

მოამზადა თამთა გურულმა 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close