საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 4 – ე. წ. საბურთალოს კლასტერიდან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე. წ. საბურთალოს კლასტერის პირველადი ინფიცირებულის კონტაქტებიდან გუშინ 100-მდე პირი გამოიკვლიეს და კორონავირუსი ოთხს დაუდასტურდა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

„გვაქვს 26 ახალი შემთხვევა. აქედან 18 უკავშირდება ყველაზე ცხელ წერტილს ქვეყანაში, კერძოდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტს და, კერძოდ, ყველაზე ცხელ წერტილს თვითონ ბოლნისის მუნიციპალიტეტში – ეს არის, სოფელი მუშევანი. პარასკევს ჩვენ მუშევანში გვქონდა დიდი აქცია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სადაც თითქმის მთელი სოფელი, 574 ადამიანი იქნა გამოკვლეული და დადასტურდა გუშინ 18 შემთხვევა. აქედან 17 მუშევანიდანაა, ერთი გახლავთ კონტაქტი – სამედიცინო დაწესებულების მძღოლი.

ოთხი არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ე. წ. გავრცელებული საბურთალოს კლასტერის სახელით, სადაც ჩვენ გამოვიკვლიეთ გუშინ დაახლოებით 100-მდე კონტაქტი პირველადი ინფიცირებულის და იქიდან დაგვიდასტურდა ოთხი შემთხვევა. დანარჩენი ოთხი შემთხვევა გახლავთ საკარანტინო ზონებიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი და მთლიანობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 605-ს აღწევს. ამ დროისთვის ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 783 შემთხვევა, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით. გარდაცვლილია 12 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვალების შემთხვევა 15 მაისიდან აღარ დაფიქსირებულა (მე-12 პაციენტი 14 მაისს გარდაიცვალა).

ამ დროისთვის კლინიკებში 166 აქტიურ პაციენტს მკურნალობენ, მათგან 6-ის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს.

გუშინ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close