კორონავირუსი იტალიაში: არცერთი გარდაცვლილი 9 რეგიონში და ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა 5 რეგიონში
ბოლო 24 საათის განმავლობაში არ დაფიქსირებულა გარდაცვალების არცერთი შემთხვევა იტალიის 9 რეგიონში, ესენია: მარკე, ვალე დ’აოსტა, ტრენტინო ალტო ადიჯე, ფრიული ვგენეცია ჯულია, უმბრია, მოლიზე, ბაზილიკატა, კალაბრია და სარდინია. ახალი მონაცემები სამოქალაქო დაცვის სამსახურმა წარმოადგინა. ამის შესახებ Ansa წერს.
ლომბარდიაში გასულ ერთ დღეში 33 კოვიდ-პაციენტი გარდაიცვალა, მთლიანად იტალიაში კი – 75. გარდაცვალებულთა საერთო რაოდენობა ეროვნულ დონეზე 33 415-ს უდრის, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 157 507-ს, რაც 1874-ით აღემატება გუშინდელ მაჩვენებელს.
ერთ დღეში 355-ით მოიმატა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ და ამ დროისთვის ჯამური მაჩვენებელი, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთ ჩათვლით, 230 019-ს შეადგენს. ლომბარდიაში ინფიცირების 210 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა გუშინდელს შემდეგ 5 რეგიონში. ესენია: უმბრია, სარდინია, მოლიზე, კალაბრია და ბაზილიკატა.
იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 42 075 მოქმედი პაციენტი, 1616-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ. რეანიმაციაში რჩება 435 მძიმე პაციენტი (-15), მათგან ლომბარდიაში – 170 (-2); 6 387 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენი – 35 253 სახლშია თვითიზოლაციაში. მათთან დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქად გამოხატული სიმპტომებით მიმდინარეობს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა იტალიის ყველა რეგიონში შემცირდა, უმბრიის გარდა, სადაც იგივე დარჩა, რაც გუშინ.
ოფიციალური ანგარიშის თანახმად, იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციაზე უკვე 2 მლნ 405 ათასი ადამიანი შეამოწმეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. SARS-CoV-2-ზე ჩატარებული ტესტების საშუალო დღიური რაოდენობა 36 ათასს აღწევს. ამ დროისთვის მთლიანობაში 3 მლნ 880 ათასამდე ტესტია ჩატარებული (ამ მაჩვენებელში შესულია გამეორებითი ტესტირებების რაოდენობაც).
ნინო ხოშტარია
კომენტარები