fbpx
ვიდეომსოფლიოnews

სტამბოლში მომხდარმა აფეთქებამ საქართველოს მოქალაქე იმსხვერპლა (ფოტო/ვიდეო)

სტამბოლის ერთ-ერთ უბანში მდებარე სამრეცხაოში მომხდარ აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა „მილიეთი“ ავრცელებს.

მედიაგამოცემის ცნობით, ბაშაქშეჰირის რაიონში მომხდარი აფეთქებისას ორი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე 45 წლის მამაკაცი და თურქეთის 55 წლის მოქალაქე.

ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სტამბოლის გუბერნატორიც ადასტურებს.

აფეთქების შედეგად შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა. ადგილზე მაშველები იყვნენ მობილიზებულები.

თურქული მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გარდაცვლილების ნათესავებიც.

მედიაში მომხდარის ფოტო და ვიდეოკადრები გავრცელდა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close