სტამბოლის ერთ-ერთ უბანში მდებარე სამრეცხაოში მომხდარ აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა „მილიეთი“ ავრცელებს.
მედიაგამოცემის ცნობით, ბაშაქშეჰირის რაიონში მომხდარი აფეთქებისას ორი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე 45 წლის მამაკაცი და თურქეთის 55 წლის მოქალაქე.
ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სტამბოლის გუბერნატორიც ადასტურებს.
აფეთქების შედეგად შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა. ადგილზე მაშველები იყვნენ მობილიზებულები.
თურქული მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გარდაცვლილების ნათესავებიც.
მედიაში მომხდარის ფოტო და ვიდეოკადრები გავრცელდა.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები