fbpx
საზოგადოებასაქართველო

სენაკში პირველი ავტომანქანის ძეგლს დგამენ

სენაკში, სადგურის მოედანზე, პირველი ავტომანქანის ინსტალაციის სამუშაოები დაიწყო.

სენაკის მერიაში აცხადებენ, რომ მანქანის მაკეტი მოთავსდება მინის კონსტრუქციაში, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს.

„შენობა გარედან იქნება შემინული 1 მეტრის სისქის გამომწვარი შუშით. ექნება კარები და დამთვალიერებელს შეეძლება შიგნით შესვლა, სადაც მანქანა იქნება მოთავსებული. გარეთ კი იქნება წარწერა – ინფორმაცია მანქანის შესახებ“, – გვითხრა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენელმა თეიმურაზ კუბეციამ.

ისტორიული ცნობებით, პირველი ავტომანქანა საქართველოში სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ 1901 წელს ჩამოიყვანა.

1908 წლის 30 ოქტომბერს გამოცემული „სავაჭრო გაზეთი“ იუწყება, რომ ავტომანქანა იყო პირველი საზოგადოებრივი მექანიკური ტრანსპორტი სენაკი-ზუგდიდის გზაზე. მისი ფასი ერთი მანეთი და ოცი კაპიკი ყოფილა, ოცი კაპიკით მეტი, ვიდრე დილიჟანსის და ეტლის.

მანქანა, სავარაუდოდ, „როლს როისის“ მარკის იყო, რომლითაც მგზავრობა 12 ადამიანს შეეძლო. მოძრაობდა დაახლოებით 25 კილომეტრ საათის სიჩქარით.

პირველი მანქანისთვის ძეგლის დადგმა სენაკში 2018 წელს გადაწყვიტეს. მანქანის კონსტრუქციის დასადგმელად სადგურის ტერიტორია საჯარო განხილვების შემდეგ გადაწყდა.

livepress.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close