იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 150 ათასს გადააჭარბა

გასულ 24 საათში კიდევ 3503 პაციენტს დაუდასტურდა გამოჯანმრთელება

სააგენტო Ansa-ს ინფორმაციით, რომელსაც ის სამოქალაქო დაცვის სამსახურის 28 მაისის ბიულეტენზე დაყრდნობით ავრცელებს, იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ისგან 70 ადამიანი გარდაიცვალა, ახალი კორონვირუსით ინფიცირება კი კიდევ 593 ადამიანს დაუდასტურდა.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსს სულ 33 142 ადამიანი ემსხვერპლა. ამ მაჩვენებლით იტალია მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

გასულ 24 საათში დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევებიდან 20 ლომბარდიაზე მოდის. ბოლო დღე-ღამეში მსხვერპლი არ ყოფილა რვა რეგიონში, ესენია: სიცილია, უმბრია, სარდინია, ვალე დ’აოსტა, კალაბრია, მოლიზე, ბაზილიკატა და ტრენტინო ალტო ადიჯე.

ქვეყანაში სულ გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 231 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით. 150 604 ადამიანი გამოჯანმრთელდა – გასულ ერთ დღეში კიდევ 3503 პაციენტს დაუდასტურდა, რომ კორონავირუსისგან განიკურნენ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 47 986 მოქმედი პაციენტია,  2980-ით ნაკლები, ვიდერ გუშინ.

ინტენსიურ განყოფილებებში მოთავსებულ მძიმე პაციენტთა რაოდენობა ერთ დღეში 16-ით შემცირდა, 489-მდე. 6 მარტის შემდეგ ეს მაჩვენებელი პირველად არის 500-ზე ნაკლები.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close