fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველოში 370 000-მდე ადამიანს კორონავირუსი შესაძლოა უკვე გადატანილი ჰქონდეს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ TV „კავკასიის“ თოქ-შოუ „ბარიერის“ ეთერში სწრაფ ტესტებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო სწრაფ ტესტებს არა კოვიდ-19-ით დაავადებულების, არამედ დაავადებაგადატანილების გამოსავლენად იყენებს.

ცერცვაძის განცხადებით, ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც 1000 ჯანმრთელ ადამიანს მოიცავდა, ვირუსი გადატანილი აღმოაჩნდა 6-იდან 10 პროცენტამდე პირს, რაც არ არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ნიუ-იორკის მონაცემებს საგრძნობლად ჩამორჩება, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ნიუ-იორკში უფრო მეტი დაავადებული იყო და, შესაბამისად, მათ ვირუსი უფრო მეტ პირს გადასდეს.

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით, 6-იდან 10 პროცენტამდე –  222-370 ათას ადამიანს უდრის, რაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ლაბორატორიულად დადასტურებულ რაოდენობას 500-ჯერ აღემატება.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, კვლევა დამუშავების ეტაპზეა და ზუსტი რიცხვები ჯერ დადგენილი არ არის.

წყარო: pia.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close