ეკონომიკამოგზაურობა

„ჯორჯიან ეარვესი“ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით

ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) მიმდინარე წლის ივნისში ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შესრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ დროისთვის წარდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

  • 8 ივნისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 20:30);
  • 15 ივნისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 20:30);
  • 27 ივნისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 20:30).

თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისების განრიგი კი ასეთია:

  • 4 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენის დრო 09:25, მოფრენის დრო 16:10);
  • 11 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენის დრო 09:25, მოფრენის დრო 16:10);
  • 21 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენის დრო 09:25, მოფრენის დრო 16:10);
  • 25 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენის დრო 09:10, მოფრენის დრო 15:15).

ფრენები შესრულდება Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით.

ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2020 წლის 25 მაისს მიანიჭა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close