ქართველები უცხოეთშიბლიც-ინტერვიუ

ანი ნოზაძე: „უფალს ვკითხავდი, რას გრძნობდა მაშინ, როცა სიყვარულის მაგიერ ღალატობდნენ?“

ნიუ-იორკში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი პოეტი ანი ნოზაძე ლანა ბიბილურიძის ბლიც-შეკითხვებს პასუხობს. 

ცხოვრება არის…

აღმართისა და დაღმართის მუდმივი ჭიდილი.

არ მასვენებს…

გამუდმებით ფიქრი რაღაცაზე.

გულით დავატარებ…

სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულს.

ჩემი თილისმაა…

ჯვარი.

ვღელავ…

როდესაც ჩემს ნათქვამს ვერ იგებენ ისე, როგორც საჭიროა.

წარსული არის…

ის, რაც ან უნდა ყოფილიყო, ან არ უნდა ყოფილიყო.

ვსწავლობ…

შეცდომებზე, რასაც ადამიანებთან ურთიერთობაში ვუშვებ.

ვნანობ...

ამაოდ დაკარგულ დროს.

მენატრება…

მცხეთაში სეირნობა.

მიყვარს…

ადამიანში მზეს რომ აღმოვაჩენ ხოლმე.

წიგნი, რომელიც მომწონს…

„მოუთმენლობა გულისა“.

სამშობლო ჩემთვის არის…

ადგილი, სადაც ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრება მინდა.

ამქვეყნად მოვდივართ იმისთვის, რომ…

უფალს მივაგნოთ და ადამიანები გავახაროთ.

ბედნიერებაა, როცა…

მეორე ნახევარს იპოვი, ვისთანაც იქნები ის, ვინც ხარ.

სიკვდილი…

ის, რასაც ვერავინ გაექცევა.

მესაფლავეს ვკითხავდი…

თუ უტირია უცხო ადამიანის საფლავთან.

ვპატიობ…

როცა ვგრძნობ, რომ გულით ნანობენ რამეს.

ბავშვობის წლები…

უდარდელიც და სევდიანიც.

მეშინია…

მხოლოდ უფლის.

დამოკიდებული ვარ…

ახლა უკვე არაფერზე, რადგან არ მიყვარს ეს შეგრძნება.

მადლიერი ვარ…

სიხარულისთვის და ტკივილისთვის. ორივემ ბევრი რამ მასწავლა.

უფალს ვკითხავდი…

რას გრძნობდა მაშინ, როცა სიყვარულის მაგიერ ღალატობდნენ?

ერთი დღით ვიქნებოდი…

მტრედი.

ხშირად ვფიქრობ…

რატომ ვტკენთ ადამიანები გულს ერთმანეთს?

მიკვირს…

ერთ დროს საყვარელი ადამიანი როგორ უცებ გადაიქცევა ხოლმე უცხოდ.

თავს გავწირავ…

არ ვიცი, ვისთვის ან რისთვის. შეიძლება რაღაც მომენტში უცხო ადამიანისთვისაც გაწირო თავი.

ვერ ვივიწყებ…

ვერცერთ ადამიანს, ვინც გულით შევიყვარე. მიუხედავად იმისა, დღეს ჩემთან არიან თუ არა.

მსოფლიოს ვეტყოდი…

ზიზღი მოაშორე სახეს, დედამიწავ.

ვკარგავ…

ნდობას, როცა ვგრძნობ, თამაშობენ ჩემთან და არ არიან გულწრფელები.

ვთმობ…

ბევრჯერ, სანამ მოთმინების ფიალა არ ამევსება.

მარადიულია…

ჭეშმარიტი სიყვარული.

პირველი სიყვარული…

იყო ბავშვური.

მაინტერესებს…

ცნობისმოყვარე ადამიანების აზროვნება.

საზოგადოებრივ აზრს…

ხანდახან ვუსმენ, გააჩნია ვინ რას ამბობს.

მეგობარია ის…

ვინც კარგად გიცნობს და მაინც უყვარხარ; ასევე არ სწყინს სიმართლე.

სიყვარული არის…

გრძნობა, რომელიც ადამიანში აღძრავს სიკეთეს.

მე ვარ…

ვთვლი, რომ გულწრფელი ადამიანი.

ცდებით, თუ გგონიათ…

რომ შეცდომას არასდროს დაუშვებთ.

21-ე საუკუნე ჩაიწერება ისტორიაში…

როგორც ცვლილებების საუკუნე.

დღევანდელ ეპოქაში ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ…

მეტი გულისხმიერება ერთმანეთის მიმართ.

ყოველ წუთს ვგრძნობ…

ჩემი არსებობის საჭიროებას საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში.

უცნობი ადამიანებისგან…

ვიღებ უამრავ თბილ შეტყობინებას.

ვეძებ…

ყოველდღე კლასიკურ მელოდიებს.

ადამიანებს სძულთ…

როცა ეუბნები საპირისპირო აზრს.

ღმერთის ჩემეული აღქმა…

სიმშვიდე მეუფლება, როცა ვიცი, არსებობს, ვინც ჩემზე ყველაფერი იცის და მეხმარება საკუთარი სიმძიმეების ტარებაში.

გაუფრთხილდით…

იმ ყველაფერს, რასაც ადამიანი იმეტებს თქვენთვის.

თითოეული ჩვენგანი ამქვეყნად…

დავტოვებთ ჩვენს კვალს, ზოგი დიდს, ზოგი მცირეს.

გახსოვდეთ…

ერთხელაც აღარ იქნებით, ამიტომ სანამ ხართ, მაშინ მაინც დაამსგავსეთ არსებობას თქვენი ყოფნა.

სამოთხე და ჯოჯოხეთი…

მჯერა, რომ არსებობს.

ბედისწერა…

ჩემი აზრით, სისულელეა, რადგან თავად ვქმნით ჩვენს ბედს.

თუ ვიქნებოდი სიკვდილმისჯილი, ჩემი ბოლო სიტყვა იქნებოდა…

შემინდე!

ოპტიმისტი მაგონებს…

ცელქ წვიმას.

პოეზია…

ჩემი სამყარო.

შთამაგონებს…

მუსიკა.

ლექსი, რომელიც დღევანდელ მდგომარეობას შეესატყვისება…

„ბედნიერი ერი“.

წარმატებისკენ სავალ გზაზე…

დიდი ბრძოლაა საჭირო, რადგან მოგიწევს თავდასხმების მოგერიება.

მარცხი…

ხანდახან აუცილებელი.

ჩემი ოცნებაა…

მქონდეს ლიტერატურული კაფე.

ქალს შევადარებდი…

ნაზ ყვავილს.

სიყვარულს არ სჭირდება…

ფასონობა.

თუ იქნებოდა ჩემი უკანასკნელი დღე…

ჩემს ყველა ახლობელ ადამიანს ერთად მოვუყრიდი თავს და ლამაზ საღამოს მოვაწყობდი.

იმედი…

ის, რის გარეშეც ადამიანი სულიერად მოკვდება.

სამყაროს გადაარჩენს…

ჩვენი სულიერი მხარეების ფორმირება, უფლის მადლს თუ მოვიპოვებთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close