მსოფლიოპოლიტიკაnews

იტალიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„როგორც ჩვენი ბოლოდროინდელი სატელეფონო საუბრისას აღვნიშნეთ, თბილისსა და რომს შორის არსებული მყარი მეგობრობა და ის მჭიდრო ურთიერთკავშირები, რომლებიც ქართველ და იტალიელ ხალხებს აერთიანებს, საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებულად დინამიკურ ურთიერთობებს.

სამომავლოდ ასეთივე ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორისაც“, – ნათქვამია სერჯო მატარელას მისალოც წერილში.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close