fbpx
მედიცინარას არ გაიგებ/ფაქტები

ბიკინიში გამოწყობილი რუსი მედდა მსოფლიო ვარსკვლავი გახდა

„ტულის ახალ ამბებში“ 19 მაისს მედდის ფოტოსურათი გამოქვეყნდა, რომელიც ტულის რეგიონულ საავადმყოფოში კოროვირუსით დაავადებულ პაციენტებს ბიკინის ზემოდან გადაცმულ გამჭვირვალე დამცავ კოსტიუმში გამოწყობილი მკურნალობდა.

გამოცემის წყარომ სურათის ნამდვილობა დაადასტურა. მისივე განმარტებით, მედდამ არ იცოდა, რომ კოსტუმი ასე გამჭვირვალე იყო (?). ასეთი სამოსით მუშაობა ძალიან შემაწუხებელია, იმიტომ რომ ის ჰაერს არ ატარებს და იხუთები. ამ მიზეზით გოგონამ გადაწყვიტა, რომ მის შიგნით სხვა ტანსაცმელი აღარ ეტარებინა, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც მოელოდა.

მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, არცერთ პაციენტს ექთნის გარეგნული იერის გამო პროტესტი არ გამოუთქვამს. ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის მამაკაცების პალატაშია გადაღებული.

ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ახალგაზრდა ქალის დასჯა გადაწყვიტეს

ჯანდაცვის რეგიონულმა განყოფილებამ მალევე გამოაცხადა, რომ საავადმყოფოს თანამშრომელი დაისაჯა სამედიცინო უნიფორმის ტარების მოთხოვნების დარღვევის გამო. მას შენიშვნა მისცეს, კოლეგებთან კი ახსნა-განმარტებითი საუბრები ჩაატარეს იმის თაობაზე, რომ ყველას კარგად უნდა ახსოვდეს დამცავი კოსტიუმების გამჭვირვალობა.

ამის შემდეგ ტულაში პარამედიკოსების სამედიცინო ტანსაცმლის გამოყენების წესრიგზე კონტროლი გამკაცრდა.

მედდა თანამემამულეები გამოესარჩლნენ

ტულის საინფორმაციო საიტების მკითხველებმა ახალგაზრდა ექთანს მხარი დაუჭირეს. ფოტოს კომენტარების უმეტესობა დადებითი აღმოჩნდა. მათი აზრით, ახალგაზრდა ქალი კი არ უნდა დასაჯონ, არამედ ჯილდო ან პრემია უნდა მისცენ და ყურადღება მიექცეს ექიმების პრობლემებს ასეთ რთულ ვითარებაში, აზრიც კი გამოითქვა, რომ მედდა მთავარ ექიმად დაენიშნათ.

„მედდა ყოჩაღი გოგონაა, ხასიათი გამოუკეთა არა მარტო პალატაში  მყოფ ბაბუებს! ძლივს რაღაც პოზიტიური დავინახეთ!“ – წერდნენ მომხმარებლები.

მედდის კიდევ ერთი ფოტო

ბიკინიში გამოწყობილი ექთნის სურათი ერთადერთი არ აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, იგი სხვა რაკურსითაც დაუფიქსირებიათ კამერით. მეორე კადრი, რომელიც ზურგიდანაა გადაღებული, პირველად ასევე „ტულის ახალმა ამბებმა“ გამოაქვეყნა.

 

მედდის მხარდამჭერსტატია Daily Mail-

ცნობილმა მსოფლიო ტაბლოიდმა დიდი სტატია მიუძღვნა ტულელ მედდას, სათაურით – „ექთანი ნადია” („Nurse Nadia“). ბრიტანელმა ჟურნალისტებმა, სხვა საკითხებთან ერთად, იმ ბიკინის ბრენდის ხელმძღვანელის ნათქვამი გავრცელეს, რომელშიც ამ ამბის გმირი იყო გამოწყობილი. მან მზადყოფნა გამოთქვა, გოგონასთვის ამანათით ახალი ექსკლუზიური პროდუქცია გაეგზავნა.

მთავარი ექიმი და გუბერნატორი ახალგაზრდა ექთანს მხარს უჭერენ

ტულის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ანა სავიშჩევა ამბობს, რომ სკანდალურ ფოტოზე ასახული თანამშრომელი „პაციენტებს სამედიცინო დახმარებას საკმაოდ მაღალ დონეზე უტარებს“ და იგი გარეგნობით არ უნდა შეაფასონ.

სავიშჩეევამ თქვა, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაცია უფრთხილდება თავის თანამშრომლებს, რომლებიც ახლა სიცოცხლის რისკის ქვეშ მუშაობენ და საშიში ვირუსული დაავადების მქონე პაციენტების გადარჩენაზე ზრუნავენ.

მთავარი ექიმის თქმით, ბიკინიანი მედდის ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ მას ტულის რეგიონის გუბერნატორი ალექსეი დიუმინი დაუკავშირდა, რომელიც ასევე მზადაა, გოგონას გვერდში დაუდგეს.

პოპულარობამ მედდის ცხოვრება შეცვალა

მედდის ვინაობა დიდხანს საიდუმლოდ რჩებოდა, მაგრამ კვირის ბოლოს ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ საავადმყოფოს თანამშრომელი, რომელიც სურათზე იყო გამოსახული, 23 წლის ნადეჟდა ჟუკოვაა. იგი აქ ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა, თან პარალელურად რიაზანის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს.

კოლეგების თქმით, ამ სკანდალის გამო მედდამ შვებულება აიღო და სოციალურ ქსელებში თავისი ყველა გვერდი წაშალა. გოგონა მედიასთან არ კონტაქტობს და ახლა მას ძალიან ეშინია სამსახურის დაკარგვის.

რუსულიდან თარგმნა თამარ ქავჟარაძემ

წყარო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close