ქართველები უცხოეთშისაქართველო

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

2020 წლის 25 მაისიდან იტალიის რესპუბლიკაში ქ. რომში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური განაახლებს მოქალაქეთა მიღებას.

მოქალაქეთა მიღება იწარმოებს მხოლოდ წინასწარი ჩაწერით („ვიზიტის“ დანიშვნა).

ვიზიტზე ჩაწერილმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:


📍 მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს);
📍 მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან);
📍 მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) ან იყო მჭიდრო კონტაქტში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან;
📍 საკონსულოში მომსახურების მისაღებად, მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, პირბადე ან დამცავი ფარი);
📍 მოქალაქე ვალდებულია საკონსულოში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება;
📍 მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან მჭიდრო კონტაქტს;
📍 მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა;
წინასწარი ჩაწერა („ვიზიტის“ დანიშვნა) ხორციელდება შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით:
www.geoconsul.gov.ge

nostal.ge-ს რედაქცია შეგახსენებთ, რომ 3 ივნისამდე რომში შეუზღუდავად ჩასვლა შეუძლიათ მოქალაქეებს მხოლოდ ლაციოს რეგიონის (რომლის დედაქალაქსაც წარმოადგენს რომი) ტერიტორიიდან, 3 ივნისიდან კი იტალიაში უკვე დაშვებული იქნება თავისუფალი გადაადგილება რეგიონებს შორის როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტით. თუ 3 ივნისამდე მოინდომებთ რომში ჩასვლას არა ლაციოს, არამედ იტალიის რომელიმე სხვა რეგიონიდან, ამისთვის სპეციალური ნებართვა დაგჭირდებათ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close