ხელოვნება

„ცეკვის ქალღმერთი“ – თეა დარჩიას ულამაზესი ცეკვა, ისიამოვნეთ! (ვიდეო)

„ფენომენალური“, „ბრწყინვალე“, „საოცარი“, „ცეკვის ქალღმერთი“ – ასე ახასიათებენ ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილ სოლისტს და ცნობილ ქორეოგრაფს თეა დარჩიას.

ენერგიული, ქარიზმატული მოცეკვავე თეა დარჩია ოთხი შვილის დედაა. პირველი შვილი 19 წლის ასკში შეეძინა. მშობიარობიდან ორმოცი დღის შემდეგ ისევ რეპეტიციაზე ვიდექიო, წერს მოცეკვავე. მცირეწლოვან ბავშვებს თეასთვის ხელი არ შეუშლიათ, რომ ყოველთვის წარმატებული და აქტიური ყოფილიყო. არც ძიძა ჰყოლია თურმე, ოჯახი და მეუღლე ეხმარება და ღვთის მადლიერია, რომ შვილიც ბევრი ჰყავს და საყვარელ საქმესაც არ ჩამოშორებია.

„პენსიონერი“ მოცეკვავე დღემდე ულამაზესი საცეკვაო ვიდეორგოლებით ანებივრებს მაყურებელს – მათი ერთხელ ნახვა საკმარისი არ არის, სულ გინდა, ამ ზეიმის თანამონაწილე იყო.

nostal.ge-მ თქვენთვის შეარჩია თეა დარჩიას ულამაზესი ცეკვა, რომელსაც ნუკრი კაპანაძისა და Quintessence-ს სიმღერის თანხლებით ასრულებს.

მიძღვნაში ვკითხულობთ: „პატივისცემითა და დიდი სიყვარულით კლიპი, რომელიც ეძღვნება ნიკო ფიროსმანს და ნინო რამიშვილს! დიდი სიყვარულით!“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close