fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

NASA-ს მკვლევარებმა პარალელური სამყაროს არსებობა დაადასტურეს

მეცნიერები განმარტავენ, რომ ეს ნაწილაკები რეალურად უკან მოძრაობდნენ დროში, რაც პარალელური სამყაროს არსებობას ადასტურებს

კოსმოსური კვლევების სააგენტო NASA-ს მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც ანტარქტიდაში ატარებდა ექსპერიმენტებს, პარალელური სამყაროს არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, სადაც  ფიზიკის კანონები დედამიწის საპირისპიროდ მოქმედებს, იუწყება New Scientist-ი.

გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერები კოსმოსური სინათლის სხივის აღმოჩენაზე მუშაობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, პარალელური სამყაროდან მოსული ნაწილაკები გამოავლინეს. მათი აზრით, ეს სამყაროც დიდი აფეთქების დროს დაიბადა.

ირკვევა, რომ NASA სწავლულებს გიგნატურ საჰაერო ბუშტით გაჰქონდათ იმპულსური გადამყვანი ანტენა ANITA ანტარქტიდის თავზე, სადაც ცივი და მშრალი ჰაერის გამო იდეალური გარემო იყო ექსპერიმენტის ჩასატარებლად.

სწავლულთა თქმით, დედამიწაზე კოსმოსიდან გამუდმებით მოედინება მაღალი ენერგიის ნაწილაკების ნაკადი. დაბალენერგეტიკულ სუბატომურ ნეიტრინებს, რომელთა მასა ნულს უახლოვდება, შეუძლიათ თავისუფლად გააღწიონ დედამიწაში, უფრო მაღალი ენერგიის მქონე ობიექტებს კი დედამიწის მყარი ნივთიერებები აჩერებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკების აღმოჩენა მხოლოდ „კოსმოსიდან ჩამოშვების პროცესშია“ შესაძლებელი.

​ANITA-მ კი აღმოაჩინა კიდევ უფრო მძიმე ნაწილაკი, ეგრეთ წოდებული ტაუ-ნეიტრინო, რომელიც კოსმოსიდან კი არ მოდიოდა, არამედ დედამიწიდან „ფრინდებოდა“. მეცნიერები განმარტავენ, რომ ეს ნაწილაკები რეალურად უკან მოძრაობდნენ დროში, რაც პარალელური სამყაროს არსებობას ადასტურებს.

ჯგუფის მთავარი მკვლევარის, კორნელის უნივერსიტეტის პროფესორის, ფიზიკოს პიტერ გორჰამის აზრით, რომელმაც აღწერა კიდეც ეს უცნაური მოვლენა, ტაუ-ნეიტრინო დედამიწაში გაღწევამდე სხვა ტიპის ნაწილაკებად გარდაიქმნება, შემდეგ კი ისევ საწყის ფორმას უბრუნდება.

ფიზიკოსი ამბობს, რომ მან და მისმა კოლეგებმა რამდენჯერმე ნახეს მსგავსი „შეუძლებელი მოვლენა“.

გორჰამი ხაზს უსვამს ტაუ-ნეიტრინოს აბსოლუტურად შეუძლებელ ქცევას და წერს, რომ აღნიშნული მოვლენა შეიძლება ერთადერთით აიხსნას: 13,8 მლრდ წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქებისას ორი სამყარო ჩამოყალიბდა – ჩვენი და კიდევ ერთი, რომელიც უკუმიმართულებით მოძრაობს.

მეცნიერების თქმით, გამორიცხული არ არის, რომ პარალელური სამყაროს ბინადრები, თუკი ისინი არსებობენ, დედამიწელებს ჩამორჩენილებად აღიქვამდნენ.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close