fbpx
ეკონომიკაიტალია

იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო მილიონზე მეტი ადამიანი გაღარიბდა

კორონავირუსის გამო იტალიაში მილიონზე მეტი ადამიანი გაღარიბდა, – ამის შესხებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც იტალიის სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების მწარმოებელთა გაერთიანებამ გამოაქვეყნა.

ანგარიში მომზადებულია იმ საქველმოქმედო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც ღარიბ მოქალაქეებს უფასო საკვებსა და პროდუქტების კალათას სთავაზობენ.

ამ ორგანიზაციების მონაცემებით, პანდემიის დაწყების შემდეგ მათთან მიმართვიანობა 40 პროცენტით გაიზარდა. საერთო ჯამში, იმ იტალიელთა რიცხვი, რომელთაც კვებისთვის ფულადი სახსრები არ ჰყოფნით, 3,7 მილიონს შეადგენს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კორონავირუსმა ყველაზე მეტად იტალიის ჩრდილოეთი დააზარალა, თუმცა კარანტინით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში იგრძნეს.

ღარიბი მოქალაქეების რიცხვი კამპანიაში 20, კალიბრიაში 14, ხოლო სიცილიაზე 11 პროცენტით გაიზარდა.

ლომბარდიაში, სადაც კორონავირუსს ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა, სიღარიბის დონე ცხრა პროცენტითაა გაზრდილი.

სამუშაოს დაკარგვის თაობაზე ახალი განაცხადების რაოდენობა იტალიაში 2020 წლის მარტში 37%-ით გაიზარდა  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, – ამის შესახებ სოციალური უზრუნველყოფის ეროვნულ ინსტიტუტში 21 მაისს განაცხადეს.

მიმდინარე წლის მარტში, მას შემდეგ, რაც იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების გამო საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, სამუშაოს დაკარგვის შესახებ შესაბამის უწყებებში 144 203 განცხადება შევიდა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close