იტალიასაზოგადოება

მიმდინარე წლის მარტ-აპრილში იტალიაში სიკვდილიანობა 40%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველი მარტიდან 30 აპრილამდე პერიოდში იტალიაში სიკვდილიანობა 40%-ით გაიზარდა.

მთლიანობაში გარდაიცვალა 156 429 ადამიანი, რაც 46 ათასით მეტია, ვიდრე მოსალოდნელი იყო ბოლო წლების სტატისტიკიდან გამომდინარე, – ამის შესახებ იტალიის სოციალური უზრუნველყოფის ინსტიტუტმა 21 მაისს გაავრცელა ინფორმაცია.

ამასთან, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 29 თებერვლამდე ქვეყანაში სულ გარდაიცვალა 114 514 ადამიანი, 10 ათასით ნაკლები, ვიდრე მოსალოდნელი იყო ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით.

ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის მარტ-აპრილში იტალიაში 30 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close