მსოფლიოსაზოგადოება
პატრონის ვალის გამო მის ძაღლს აუქციონით გაყიდიან
ტორა აუქციონზე უკრაინის სახელმწიფო აღმასრულებელმა სამსახურმა გამოიყვანა – დონეცკის ოლქში მცხოვრები მოქალაქის პიტ-ბულტერიერმა პატრონის „ვალი უნდა გადაიხადოს“.
ვაჭრობა გაიმართება 22 მაისს, СЕТАМ-ზე – ელექტრონულ აუქციონზე. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ხვადი პიტ-ბულტერიერი, სახელად ტორა, დაბადებულია 2015 წელს; აქვს საერთაშორისო პასპორტი, ბოლო აცრების დამადასტურებელი ბეჭდებით, – ამის შესახებ გამოცემა vesti.ua იუწყება.
გამოცემის თანახმად, პატრონის ვალის გამო ცოცხალი ცხოველების გაყიდვის თემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინელმა დეპუტატმა, პარტიიდან „Слуги народа“, სატელევიზიო ეთერში ერთ-ერთ პენსიონერს შესთავაზა, კომუნალური ხარჯების გადასახდელი თანხა თუ არ ჰქონდა, საკუთარი ძაღლი გაეყიდა.
digest.pia.ge
კომენტარები