დეტროიტში მღვდელმა ნაკურთხი წყლით მრევლის დასალოცად სათამაშო პისტოლეტი გამოიყენა
აშშ-ში, ქალაქ დეტროიტში აღდგომაზე მღვდელმა ტიმ პელკმა მრევლი საწუწაო პისტოლეტში მოთავსებული ნაკურთხი წყლით დალოცა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასე პელკს ტრადიციებსა და კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედ შეზღუდვებს შორის ბალანსის დაცვა უნდოდა. თავად მღვდელს პირბადე და ფარი ეკეთა, მორწმუნეები კი მასთან ავტომობილებით მიდიოდნენ, ფანჯრებს წევდნენ და კურთხევას ასე იღებდნენ.
ასეთი მეთოდით მსახურება აპრილში, ვნების კვირაში ჩატარდა, თუმცა მასზე საუბარი მხოლოდ ახლა დაიწყეს, მას შემდეგ, რაც მღვდლის ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ის არაერთი მიმის გმირიც გახდა, თუმცა თავად პელკი ამას იუმორით უდგება და იმასაც ამბობს, რომ მისი მთავარი მიმი ის არის, რომელზეც იგი საწუწაო პისტოლეტით შეიარაღებული ჯოჯოხეთში დემონებს ებრძვის.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები