newsსაბერძნეთი

საბერძნეთში ადგილობრივი მოსახლეობისთვის 500 სანაპირო გაიხსნა

საბერძნეთში კოვიდ-19-ის შემაკავებელი ზომების შემსუბუქება გრძელდება. დღეს, 16 მაისს ქვეყნის მასშტაბით 500 პლაჟი გაიხსნა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სანაპიროებზე ყოფნისას მოსახლეობას ფიზიკური დისტანციის დაცვა მოეთხოვება, ასევე აუცილებელია ქოლგების წინასწარ განსაზღვრული მანძილით დაშორება. 1000 კვადრატულ მეტრზე ერთდროულად მხოლოდ 40 ადამიანის ყოფნა შეიძლება. ამასთან, ქოლგები ერთმანეთისგან ოთხი მეტრის დაშორებით უნდა განთავსდეს.

რეგიონის მასშტაბით, საბერძნეთში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების დონე შედარებით დაბალია. 11-მილიონიან ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 2810 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 160 ინფიცირებული გარდაიცვალა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close