fbpx
ისტორიაიტალია

ორთვიანი კარანტინის შემდეგ, 18 მაისიდან იტალიაში მუზეუმები გაიხსნება

ორთვიანი კარანტინის შემდეგ, 18 მაისიდან იტალიაში მუზეუმები გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მიუხედავად ამისა, ფლორენციის უფიცის გალერეა მუშაობას, სავარაუდოდ, ერთ კვირის შემდეგ განაახლებს. მუზეუმის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათთვის ქვეყნის მთავრობას უსაფრთხოების შესაბამისი რეკომენდაციები ჯერ არ მიუცია.

მუზეუმის პრესრელიზის თანახმად, გახსნის შემდეგ გალერეა ერთდროულად არაუმეტეს 450 ადამიანს მიიღებს, რაც ჩვეულებრივ მაჩვენებელზე (900 დამთვალიერებელი), ორჯერ ნაკლებია. მუზეუმში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიისგან მიყენებული ზარალი 10 მილიონ ევროს აღწევს. გასული წლის განმავლობაში უფიცის გალერეას 2,2 მილიონი ადამიანი ესტუმრა.

პომპეი, არქეოლოგიური ქალაქი-მუზეუმი ღია ცის ქვეშ, 26 მაისს გაიხსნება. ვიზიტორებს მხოლოდ ძველი ქალაქის მთავარი ქუჩების მონახულების უფლება ექნებათ.

როდის გაიხსნება ვატიკანის მუზეუმი, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close