fbpx
მსოფლიოხელოვნება

„ევროპა, აანთე შუქი“ – ასე ერქმევა შოუს, რომელიც 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნაცვლად 16 მაისს ჩატარდება

ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით, მსოფლიო პანდემიის გამო „ევროვიზია 2020“-ის გაუქმების მიუხედავად, ხვალ, 16 მაისს კონცერტი გაიმართება.

„ევროპა, აანთე შუქი“ – ასე ერქმევა შოუს, რომელშიც 2020 წლის ევროვიზიის ყველა ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

შოუს 46 ტელეკომპანია გადასცემს პირდაპირ ეთერში, მათ შორის, საქართველოს პირველი არხიც.

პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე 16 მაისს, 23:00 საათიდან დაიწყება. შოუში მონაწილეობას მიიღებს 41 ქვეყნის მონაწილე, რომლებიც 2020 წლის ევროვიზიაზე უნდა გამოსულიყვნენ, მათ შორის, თორნიკე ყიფიანიც, სიმღერით Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“).

ახალ შოუში მონაწილეობას მიიღებენ ევროფესტივალის გასული წლების გამარჯვებულებიც.

როგორც შოუს ორგანიზატორები იუწყებიან, აღნიშნულ შოუს ნამდვილად შეუძლია, გააერთიანოს 2020 წლის ევროვიზიაში მონაწილე 41-ვე ქვეყანა. ორგანიზატორების თქმით, ეს იქნება დაუვიწყარი ორსაათიანი შოუ, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა ნიდერლანდების სატელევიზიო სტუდიიდან და მას უმასპინძლებენ შანტალ იანზენი, ედსილია რომბლი და ჯენ სმიტი.

შოუს ორგანიზატორების განცხადებით, ამით სათანადო წესით პატივს მიაგებენ კორონავირუსით დაზარალებულ ადამიანებს და მათ, ვინც ამ კრიზისის გასამკლავებლად ბევრს მუშაობს. ასევე ეს იქნება ალტერნატიული გზა 2020 წლის ევროვიზიაზე ყველა, 41-ვე ქვეყნის წარმომადგენლისთვის, რომლითაც ისინი მთელ მსოფლიოში დაამყარებენ კავშირს მილიონობით აუდიტორიასთან.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close