fbpx
იტალიასაზოგადოება

კორონავირუსი იტალიაში: გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ერთ დღეში თითქმის 5000-ით გაიზარდა

15 მაისის მონაცემები: კორონავირუსით ინფიცირების 789 ახალი შემთხვევა გამოვლინდა იტალიაში გასულ 24 საათში (223 885 – მთლიანობაში); ლეტალური შემთხვევების დღიური მაჩვენებელი გუშინდელზე 20-ით ნაკლებია, თუმცა მაინც მაღალია – 242 (სულ კოვიდ-19-ის დიაგნოზით გარდაცვლილია 31 610 პაციენტი); გამოჯანმრთელდა 120205 ადამიანი – დღიური ზრდა რეკორდული იყო, თითქმის 5000 (4917). ამის შესახებ, სამოქალაქო დაცვის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, „ლა რეპუბლიკა“ წერს. 

ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 808 ადამიანი რჩება, 47-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ.

72070-მდე შემცირდა აქტიურ პაციენტთა რაოდენობა, რაც 4370-ით ნაკლებია გუშინდელთან შედარებით. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ ბოლო კვირების დადებითი ტენდენცია ყველა მაჩვენებელთან დაკავშირდებით სტაბილურია, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებელი მაინც მაღალია.

იტალიაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა მხოლოდ 1,1% იყო 50 წელზე ნაკლები ასაკის, – ამის შესახებ დღეს იტალიის ჯანმრთელობის უმაღლეს ინსტიტუტში (ISS) განაცხადეს. ინფორმაცია მედიამ გაავრცელა. ინსტიტუტის სპეციალისტებმა 29692 გარდაცვლილის მონაცემები გააანალიზეს (სულ 15 მაისის მონაცემებით გარდაცვლილია 31 610 ადამიანი), მათგან 50 წელზე ნაკლების 332 ადამიანი იყო. 

ეპიდემიის დროს კორონავირუსის მსხვერპლთა საშუალო ასაკი იტალიაში, ISS-ის მონაცემებით, 80 წელია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close