პოლიტიკასაქართველო

„კანონიერმა ქურდებმა“ სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივლეს

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „კანონიერმა ქურდებმა“ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

საქმე ეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, არაერთ კრიმინალურ „ავტორიტეტს“ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, რამაც სხვა ქვეყნებში მათი გადაადგილება შეზღუდა.

ამასთან, უცხო სახელმწიფოში დაკავების შემთხვევაში მათი დეპორტაცია საქართველოში ვეღარ მოხდება.

ძირითადად, საუბარია იმ „კანონიერ ქურდებზე“, რომლებიც 2013-18 წლებში საქართველოს სასამართლოებმა უდანაშაულოდ ცნეს, თუმცა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მათ ქვეყანა მაინც დაატოვებინეს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქართულმა მართლმსაჯულებამ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზებიდან გაათავისუფლა 30-ზე მეტი „კანონიერი ქურდი“, მათ შორის არიან საკმაოდ გავლენიანი და პოსტსაბჭოთა სივრცეში აღიარებული კრიმინალური „ავტორიტეტები“.

აღნიშნული პირების უმეტესობა სხვა ქვეყნებში ყალბი დოკუმენტაციით რამდენჯერმე დააკავეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ინფორმაცია საქართველოს ეცნობა, პრეზიდენტმა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.

„პრეზიდენტის ბრძანებით ამ ადამიანებს სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა. ეს მოხდა ისე, რომ არ გადამოწმებულა, რეალურად ჰქონდათ თუ არა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

აბსოლუტურად მიუღებელია ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება. ეს მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

დღეს ისინი არცერთი ქვეყნის მოქალაქეებად არ ითვლებიან, შეზღუდული აქვთ მთელი რიგი სერვისები, მათ შორის, დიდი ძალისხმევა გვიწევს, სასამართლოში მათი საქმის წარმოება ეფექტურად რომ განვახორციელოთ“, – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე.

იგი კრიმინალური „ავტორიტეტის“, ილია სამსონიას ინტერესებს იცავს. სამსონია ერთ-ერთია, ვინც პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმებას სასამართლოში ითხოვს.

გააგრძელე კითხვა აქ:  https://primetime.ge/kanonierma-qurdebma-salome-zurabishvils-sasamartloshi-uchivles/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close