იტალიასაზოგადოება

ვენეტოს (ვენეცია) რეგიონის ხელისუფლება 18 მაისიდან ყველა შეზღუდვის მოხსნას აპირებს

იტალიაში პლაჟები გაიხსნება, თუმცა გარკვეული წესების დაცვით

იტალიაში ამ დროისთვის დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 221 216 შემთხვევა, მათ შორის, 1402  გასულ 24 საათში გამოვლინდა, თუმცა სამოქალაქო დაცვის სამსახურმა ახალი მონაცემების გასაჯაროებისას განმარტა, რომ აქედან 419 შემთხვევა (რომელიც ლომბარდიაშია დაფიქსირებული) არის არა გასული 24 საათის მონაცემი, არამედ უფრო ადრინდელი და წინა კვირებს უკავშირდება. ამის შესახებ  Ansa წერს.

გასულ ერთ დღეში კოვიდ-19-ით ქვეყანაში კიდევ 172 ადამიანი გარდაიცვალა და კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა სულ 30 911-ს მიაღწია; ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 109 039 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რაც 2452-ით მეტია გუშინდელ მაჩვენებელზე.

აქტიურ პაციენტთა რიცხვი ერთ დღეში 1222-ით შემცირდა და ამ დროისთვის იტალიაში 81 266 ადამიანია, რომელთაც კორონავირუსით ინფიცირება უფიქსირდებათ; მათგან 12 865 – საავადმყოფოებშია მოთავსებული სიმპტომებით, დანარჩენი – სახლშია უსიმპტომოდ ან მსუბუქად გამოხატული კლინიკით.

პაციენტების რაოდენობა, რომლებიც ინტენსიურ თერაპიას საჭიროებენ, კიდევ 47-ით შემცირდა, 952-მდე. მათგან 322 ლომბარდიაშია, 19-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ.

გასულ 24 საათში რომში კორონავირუსისგან არ გარდაცვლილა არცერთი პაციენტი, მთლიანობაში კი ლაციოს რეგიონში ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვენეტოს რეგიონის (დედაქალაქივენეცია) ხელისუფლება აპირებს, რეგიონში 18 მაისიდან ყველა სახის შეზღუდვა გააუქმოს, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ხელისუფლება რეგიონებს უფლებას აძლევს, თავიანთი პასუხისმგებლობით დატოვონ ან მოხსნან შეზღუდვები ადგილებზე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით. ამის შესახებ დღეს რეგიონის გუბერნატორმა ლუკა ძაიამ განაცხადა.

ვენეტოში ინფიცირების ახალი შემთხვევები მინიმალურია და ხელისუფლება ყველა სახის ეკონომიკურ საქმიანობას აღადგენს, ამასთან, იმოქმედებს „მკაცრი და გასაგები“ სანიტარიული წესები, ნიღბების ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის ჩათვლით, განაცხადა ძაიამ.

იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) და მედიცინის, ეპიდემიოლოგიის, შრომის ჰიგიენისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის( INAIL) ხელმძღვანელებმა დღეს მიაღწიეს შეთახმებას ეპიდემიასთან ბრძოლის „მეორე ფაზაში“ იტალიის პლაჟების ფუნქციონირების წესებთან დაკავშირებით.

ქოლგები და შეზლონგები პლაჟებზე უნდა განლაგდეს ერთმანეთისგან, სულ ცოტა, 5 მეტრის დაშორებით, პლაჟებზე ადამიანებს შესვლის უფლება ექნებათ მხოლოდ წინასწარი ჩაწერით, სოციალური დისტანციის დაცვა კი აუცილებელი იქნება როგორც ხმელეთზე, ნაპირზე, ისე წყალში. „მეორე ფაზაში“ აუზები დაკეტილი დარჩება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close