fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 32 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში გასულ 24 საათში ახალი კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის სულ 639 შემთხვევაა დადასტურებული. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. 

გამოჯანმრთელდა კიდევ 32 პაციენტი და მთლიანობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 349-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4769 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414.

ზოგადად, ბოლო ერთი კვირაა, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ძალიან ცოტაა. 6 მაისიდან დღემდე სულ 35 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი და თითქმის ყველა მათგანი უკვე არსებულ შემთხვევებთან კავშირშია: 6 მაისს დადასტურდა 5 ახალი შემთხვევა, 7 მაისს – 6, 8 მაისს – 8, 9 მაისს – 3, 10 მაისს – 9, 11 მაისს – 3, ხოლო დღეს, 12 მაისს – 1 შემთხვევა.

სპეციალისტების განცხადებით, არსებული ტენდენცია თუ გაგრძელდა, შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ პიკი გადალახულია, თუმცა სიფრთხილე მაინც საჭიროა და არ უნდა მოვდუნდეთ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close