მსოფლიოკრიმინალი

ფეხბურთელმა თავისი 5 წლის შვილის მკვლელობა აღიარა

თურქმა ფეხბურთელმა ჯევჰერ თოქთაშმა, რომელიც სამოყვარულო კლუბ „ბურსა ილდირიმ სპორტის“ შემადგენლობაში გამოდიოდა, თავისი 5 წლის ვაჟიშვილის მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ გამოცემა Daily Sabah-ი წერს.

თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთი კლუბის ყოფილმა მოთამაშემ ჩადენილი დანაშაული ბავშვის მკვლელობიდან 11 დღის შემდეგ აღიარა. თოქთაშის შვილი, 5 წლის კასიმი ქ. ბურსის საავადმყოფოში COVID-19-ზე ეჭვის გამო გადაიყვანეს. 32 წლის სპორტსმენმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, რადგან ბავშვს ხველება და ცხელება დაეწყო.

23 აპრილს თურქმა სპორტსმენმა შვილი მოინახულა პალატაში, სადაც მასთან ერთად გარკვეული ხნის განმავლობაში მარტო იყო, შემდეგ კი ექიმები გამოიძახა და უთხრა, რომ ბიჭუნას სუნთქვა უჭირდა. ექიმებმა სცადეს ბავშვის დახმარება, თუმცა ბიჭუნა დაიღუპა. სიმპტომების გათვალისწინებით, მათ ჩათვალეს, რომ ფეხბურთელის შვილი კოვიდ-19-ით გარდაიცვალა. 11 დღის შემდეგ კი თოქთაში პოლიციაში გამოცხადდა და დანაშაული აღიარა.

ფეხბურთელმა თქვა, რომ საკუთარი 5 წლის ბიჭუნა ბალიშით გაგუდა, რაც იმით ახსნა, რომ ნერვული შეტევა ჰქონდა და შვილი არასოდეს ჰყვარებია. ამასთან, მისი მტკიცებით, ფსიქიკური პრობლემები არ აქვს. პოლიციამ დამნაშავე დააკავა და მას მკვლელობისთვის გაასამართლებენ. თოქთაშს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ამასთან, სასამართლომ ბავშვის ექსჰუმაციის გადაწყვეტილება მიიღო აუტოფსიის მიზნით.

32 წლის ფეხბურთელს ჰყავს ცოლი და კიდევ ერთი შვილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close