იტალიასაზოგადოება

იტალიაში საეკლესიო მსახურებაზე დასწრება მოქალაქეებს 18 მაისიდან შეეძლებათ

იტალიის მთავრობამ და კათოლიკე ეპისკოპოსებმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. გუშინ, 7 მაისს მიღწეული შეთანხმების თანახმად, მაისის შუა რიცხვებიდან მესაზე დასწრების საშუალება მოსახლეობასაც ექნება. აქამდე კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი აკრძალვა ეკლესიასაც ეხებოდა.

მთავრობამ მესაზე დასწრება მარტიდან აკრძალა. ეს ნაწილი იყო იმ შეზღუდვებისა, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებრივ ადგილას კრძალავდა ხალხის შეკრებას, რათა კორონავირუსის გავრცელება აეცილებინათ თავიდან. იტალიელების ნაწილი ფიქრობდა, რომ ეკლესიაც ისეთივე აუცილებელი საჭიროების მქონე დაწესებულებად უნდა გამოცხადებულიყო, როგორიცაა აფთიაქი, მაღაზიები და ა. შ.

განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კარანტინის ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო და ეკლესია არ მოხვდა პირველ ფაზაში.

ეპისკოპოსებმა მთავრობას განუცხადეს, რომ ისინი „ვერ მიიღებდნენ მშვიდად რელიგიური თავისუფლების შეზღუდვას“. იტალიის ეკლესიების უმეტესობა კრიზისის დროს ღია იყო. მრევლს კი იქ შესვლა სათითაოდ შეეძლო. 18 მაისიდან მათ ეს შეზღუდვა მოეხსნებათ.

amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close