საზოგადოებასაქართველო

კახეთმა CORONA FREE ე. წ. მწვანე ზონის სტატუსი შეინარჩუნა – ყვარლელ ექიმს ვირუსი არ დაუდასტურდა

კახეთში სასწრაფო დახმარების ექიმს სწრაფი ტესტის მიხედით კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა. აღნიშნულის გამო შემოწმდა მასთან კონტაქტში მყოფი ათეულობით პირი, მათ შორის, მისი ოჯახის წევრები, პაციენტები და კოლეგა ექიმები. საბედნიეროდ, PCR ტექნოლოგიით ჩატარებული ტესტის შედეგად ექიმს ვირუსი არ აღმოაჩნდა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ არ გამორიცხა, რომ სწრაფი ტესტი, რომელიც ექიმს გაუკეთდა, ხარვეზიანი იყო.

„არ დადასტურდა ამ შემთხვევაში კორონავირუსი. ველოდებოდით დამატებით კვლევას. ბოლო კვლევის პასუხი ჩემთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ რასაც განაცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უნდა ენდოთ მათ განცხადებას. შესაძლოა, ეს იყოს ტესტის ხარვეზი, ტესტის ხარვეზები ხდება. არ არის გამორიცხული, რომ PCR ტექნოლოგიების გამოყენების დროსაც იყოს ცრუ დადებითი, რომელიც ასევე ექვემდებარება გადამოწმებას და სწორედ ამიტომ ხდება ამ შედეგების გადამოწმება რამდენჯერმე“, – განაცხადა გაბუნიამ.

კახეთში კორონავირუსზე ტესტირება 10 საკარანტინო ზონაში მყოფ 500-მდე პირს ჩაუტარდა. ყველა მათგანზე ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close