ვიდეოკინო/ფილმებიმსოფლიო

მერაბ ნინიძე NETFLIX-ის ახალ სერიალში მონაწილეობს (ვიდეო)

მერაბ ნინიძე Netflix-ის ახალ სერიალში – Freud-ში მონაწილეობს. ქართველი მსახიობი სერიალში ფროიდის მასწავლებლის, იოზეფ ბროიერის როლს ასრულებს.

სერიალი ცნობილი ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქოანალიზის ფუძემდებლის, ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტის თანახმად, ახალგაზრდა ფროიდი ექსტრასენსთან და ინსპექტორთან ერთად 1880-იანი წლების ვენაში მომხდარ მკვლელობას იძიებს.

სერიალი Freud-ი რვა ეპიზოდისგან შედგება. მისი შემქმნელები არიან მარვინ კრენი, შტეფან ბრუნერი და ბენჯამინ ჰესლერი, მთავარ როლს კი ცნობილი ავსტრიელი მსახიობი რობერტ ფინსტერი ასრულებს.

ავსტრიის, გერმანიისა და ჩეხეთის ერთობლივი ნამუშევრის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე – ბერლინალეზე გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალურ სეზონშიც გამოჩნდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close