fbpx
მედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა გამოყვეს ანტისხეულები, რომლებსაც კორონავირუსის განეიტრალება შეუძლიათ

ერთბაშად მეცნიერთა ორმა ჯგუფმა შეძლო ლაბორატორიულ პირობებში გამოეყო ანტისხეულები, რომლებსაც კორონავირუს SARS-CoV-2-ის განეიტრალება შეუძლიათ. ეს ანტისხეულები შეიძლება გამოყენებული იყოს ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატის შესაქმნელად. 

4 მაისს წარმატებულ ლაბორატორიულ ექსპერიმენტზე ნიდერლანდელ მეცნიერთა ჯგუფმა განაცხადა. მათი სტატია ჟურნალ  Nature-ში გამოქვეყნდა. 5 მაისს კი ლაბორატორიულ პირობებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოყოფის შესახებ ისრაელის ნეს-ციონის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის (IIBR) მეცნიერებმა განაცხადეს. ამ საკითხზე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა, იუწყება Reuters-ი.

ორივე შემთხვევაში საუბარია მონოკლონურ ანტისხეულებზე, რომლებიც ვირუსს უტევენ და ანადგურებენ მის ფარისებრ ცილას, რომლის საშუალებითაც კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში აღწევს. მიღებული ანტისხეულები SARS-CoV-2-ს ანეიტრალებენ და გავრცელების საშუალებას არ აძლევენ.

მეცნიერთა ორივე ჯგუფი თავიანთ წარმატებულ ექსპერიმენტს „გარღვევას“ უწოდებს, რადგანაც თეორიაში ამ ანტისხეულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ  COVID-19-ის პანდემიას და მომავალშიც თავიდან აგვაცილონ კორონავირუსული ინფექციების ეპიდემიები.

პრეპარატრის პირველი სამუშაო ნიმუში უკვე შექმნილია, განაცხადეს ბიოლოგიური კვლევების ინსტრიტუტში ნეს-ციონში. ინსტიტუტისა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეპარატი მუშაობს, როგორც ვაქცინა და როგორც წამალი, რომელიც ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში ვირუსს ბლოკავს. „ახალი საშუალება მიზანმიმართულად მოქმედებს კორონავირუსის წინააღმდეგ, მკურნალობის სხვა ექსპერიმენტული მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც ინფექციური დაავადებების დროს გამოყენებულ უკვე ნაცნობ პრეპარატებსა და მეთოდიკებზეა დამყარებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მონოკლონური ანტისხეულები (ორგანიზმის იმუნიტეტის უჯრედების მიერ გამომუშავებული ანტისხეულები), რომლებიც პრეპარატს უდევს საფუძვლად, მიღებულია იმ ცხოველებისა და ადამიანების სისხლისგან, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს. კლინიკურმა კვლევებმა პრეპარატის მაღალი ეფექტიანობა აჩვენა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნეს-ციონის ინსტიტუტის მეცნიერების აღმოჩენას „გიგანტური გარღვევა “ უწოდა, რომელსაც „უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მთელი კაცობრიობისათვის“.

ამასთან, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მიღებული ანტისხეულების ეფექტიანობის დასადასტურებლად აუცილებელია მათი გამოცდა ცხოველებზე და კლინიკური კვლევების ჩატარება ადამიანებზე, შემდეგ კი უკვე მისი კომერციული რაოდენობით წარმოებაზე მიდგება საქმე, წერს პორტალი i24.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close