იტალიასაზოგადოება

იტალიაში ერთ დღეში 174 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდ-19-ით, რაც 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

იტალიაში გასულ ერთ დღე-ღამეში ჩატარებული ტესტების შედეგად ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1389 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 210 ათასს გადააჭარბა (210 717). ახალი მონაცემები სამოქალაქო დაცვის სამსახურმა გაასაჯაროვა

გასულ 24 საათში 174 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა COVID-19-ის დიაგნოზით, რაც ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია 14 მარტის შემდეგ. ამ დროისთვის კორონავირუსის გამო მთლიანობაში გარდაცვლილია 28 884 ადამიანი.

სულ გამოჯანმრთელდა 81654 პაციენტი, ეს მაჩვენებელი ერთ დღეში 1740-ით გაიზარდა. გასულ 24 საათში აქტიური პაციენტების რაოდენობა 525-ით შემცირდა – 100 179-მდე, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებულ მძიმე ავადმყოფთა რიცხვი ამ დროისთვის 38-ით ნაკლებია, ვიდრე გუშინ და 1501-ს შეადგენს.

ხვალიდან, 4 მაისიდან იტალია კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ფაზაში გადადის, რაც კარანტინის ზომების გარკვეულწილად შემსუბუქებას გულისხმობს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close