საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა (ვიდეო)

საბერძნეთში დღეს, დღის 3:51 საათზე ადგილობრივი დროით, 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა კუნძულ კრეტის ქალაქ იერაპეტრის სამხრეთით, 55 კმ-ში, ზღვის რაიონში. ინფორმაციას „პროტოთემა“ ავრცელებს.

სტიქიის ეპიცენტრი კრეტის ქალაქ ირაკლიონიდან (ჰერაკლიონი, სადაც 138 ათასი მოსახლე ცხოვრობს) 122 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა, სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10 კმ-ის სიღრმეზე, კუნძულ ხრისის სამხრეთით, ზღვის ზონაში. მიწისძვრას მინიცუნამი მოჰყვა.

6-ბალიანი მიწისძვრის შემდეგ, მოკლე დროში, ბიძგი ორჯერ განმეორდა. ათენის უნივერსიტეტის გეოდინამიკის ინსტიტუტის მონაცემებით, 10 წუთის შემდეგ, 16:01 სთ-ზე 4,4-ბალიანმა მიწისძვრამ შეარყია იგივე რაიონი, იგივე ეპიცენტრით, იმავე სიღრმეზე.

მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close