fbpx
დასაქმებასაბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობა ეპიდემიის შედეგად დაზარალებულ დასაქმებულებს მაისშიც დაეხმარება

საბერძნეთის შრომის მინისტრმა იანის ვრუცისმა 30 აპრილს განაცხადა, რომ ხელისუფლება მაისში კვლავ გამოყოფს თანხებს კორონავირუსის პანდემიის შედეგად დროებით უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულებისთვის. ამის შესახებ „პროტოთემა“ წერს.

როგორც ცნობილია, აპრილში დახმარება 800 ევროს შეადგენდა. ამჯერად თანხა ნაკლებია – 534 ევრო.

შეიცვლება ფინანსური დახმარების კრიტერიუმებიც. დახმარებას სრულად მიიღებენ იმ კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც მაისში არ გაიხსნება. ამას გარდა, თუკი კომპანია მუშაობს, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირებულია მისი შემოსავალი და თანამშრომელთა უმრავლესობა იძულებით შვებულებაში იმყოფება, მათზეც გაიცემა ანალოგიური დახმარება იმ პირობით, რომ კომპანია დასაქმებულთა მინიმუმ 40 პროცენტს სამუშაო ადგილზე დააბრუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას თავად მოუწევს შესაბამისი ფინანსური ხარჯის გაწევა. როგორც მინისტრმა განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში ფინანსური დახმარების პროგრამა ივნისშიც გაგრძელდება.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close