მსოფლიოnews

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მეხუთედ გახდა მამა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და მის საცოლეს, კერი საიმონდსს ვაჟი შეეძინათ. „როიტერსის“ ინფორმაციით, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

„პრემიერ-მინისტრი და მის საიმონდსი მადლობას უხდიან ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის არაჩვეულებრივ გუნდს“, – განაცხადა წყვილის წარმომადგენელმა.

ბორის ჯონსონი გასულ ორშაბათს დაუბრუნდა თავისი მოვალეობის შესრულებას მთავრობის მეთაურის პოსტზე, მას შემდეგ, რაც COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდა. ბრიტანეთის 55 წლის პრემიერს კორონავირუსით ინფიცირება დაახლოებით ერთი თვის წინ დაუდგინდა. თავიდან იგი რეზიდენციაში იმყოფებოდა, შემდეგ კი, დაავადების გართულების გამო, ლონდონის წმინდა თომას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ცოტა ხანში რეანიმაციაში მოათავსეს, რადგან მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და სუნთქვის პრობლემა შეექმნა.

კერი საიმონდსაც ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირების მსუბუქი ნიშნები, თუმცა მალე გამოჯანმრთელდა.

ეს წყვილის პირველი შვილია. თავად ბორის ჯონსონს კი, რომელიც საჯაროდ არ აცხადებს, რამდენი შვილის მამაა, კიდევ ოთხი შვილი ჰყავს მარინა ულერისგან, რომელზეც დაქორწინებული იყო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close