ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 27 აპრილი – 3 მაისი

27 აპრილიდან 3 მაისამდე მზარდი მთვარის პერიოდია. კარგი დროა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ახალი სამუშაო მეთოდების დაუფლებისათვის. ეს არ მოგცემთ მყისიერ შემოსავალს, მაგრამ სასარგებლო იქნება მომავალში. შემოსავალი შეიძლება მოიტანოს ახალი იდეების (საკუთარი ან სხვისი) განხორციელებამ, საინფორმაციო და ტექნიკურ სფეროებში მუშაობამ, ონლაინ ვაჭრობამ, უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვამ. მატერიალური წარმატება შეიძლება ჰქონდეთ ჟურნალისტებს, მწერლებს, ტრანსპორტის მუშაკებს. ბიზნესში სასურველია და აუცილებელიც კი სიახლეების დანერგვა შემდგომი კეთილდღეობისათვის.

 

ვერძი                                          

დაიღალეთ მოსაწყენი და ნაცრისფერი ყოველდღიურობით? გსურთ გაახაროთ საკუთარი თავი ახალი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით? მაშინ დროა მოქმედება დაიწყოთ, რადგან ყველაფერი თქვენს ხელშია და დამოკიდებულია მხოლოდ თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. სამუშაო კვირის დასაწყისში უმჯობესია უფროსის ნერვებზე არ ითამაშოთ: დავალება დროულად და პირნათლად შეასრულეთ.

სასიკეთო დღეები: 30, 3.

არასასიკეთო დღე: 28.

 

კურო

იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ და გაზაფხულის ეს კვირა მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება. ბევრი კურო მოინდომებს ახალი გამოცდილების მიღებას, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ – შაბათ-კვირამდე მოითმინეთ, შემდეგ ეცადეთ ურთიერთობა დაამყაროთ ბიზნესპარტნიორებთან. მეწარმეობით დაკავებული კურო შეძლებს მომგებიანი კონტრაქტების გაფორმებას და მაისის პირველ დღეებში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებით ან ამის რეალური პერსპექტივით კმაყოფილი დარჩება.

სასიკეთო დღეები: 30, 2.

არასასიკეთო დღე: 27.

 

ტყუპი

მიიღეთ მონაწილეობა კოლექტიურ საქმიანობაში და აუცილებლად შეგამჩნევენ. თქვენი აქტიურობა და ენერგიულობა მოეწონება როგორც ხელმძღვანელობას, ისე საქმიან პარტნიორებს. ამ პერიოდში ფინანსური პოზიციები გაძლიერდება და სამშაბათს ტყუპები მიიღებენ მხარდაჭერას სამთავრობო უწყებებისგან. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს შეუძლია სპონსორების იმედი ჰქონდეს – მათ იდეებს რეკლამირება არ სჭირდება და გავლენიანი ნაცნობები მხოლოდ ბედნიერები იქნებიან ასეთი პერსპექტიული თანამშრომლობით.

სასიკეთო დღეები: 29, 30.

არასასიკეთო დღე: 1.

 

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ეს პერიოდი მეტად დატვირთული და საინტერესო იქნება, მაგრამ ვარსკვლავების რჩევით, შეეცადეთ არ მიიღოთ მონაწილეობა საეჭვო ფინანსურ ურთიერთობებში და შეზღუდეთ კომუნიკაცია ავანტიურისტ ნაცნობებთან. ორშაბათს კირჩხიბი ურთიერთობას მოაგვარებს ზოგიერთ კოლეგასთან, მთავარია, ზღვარს არ გადახვიდეთ და ფამილარულ ურთიერთობებს მოერიდოთ. კვირის მეორე ნახევარი სავსე იქნება სასიყვარულო თავგადასავლებით.

სასიკეთო დღეები: 27, 2.

არასასიკეთო დღე: 29.

 

ლომი

არ დაივიწყოთ თქვენი მიზნები და ისწავლეთ უარის თქმა, როდესაც მოურიდებელი კოლეგები და ნაცნობები თავს გაბეზრებენ თხოვნებით. ამ ნიშნის წარმომადგენლები მთელი კვირის განმავლობაშიდაკავებულნი იქნებიან შემოქმედებით სფეროში, მაგრამ ამ პერიოდის ყველაზე პროდუქტიული დღე იქნება ოთხშაბათი – საქმე ეხება მომგებიან გარიგებებს და პერსპექტიულ კონტრაქტებს. თქვენი ნიჭის რეკლამირება არ მოგერიდოთ და დახმარებისთვის გავლენიან მეგობრებს მიმართეთ. ხუთშაბათს შეგიძლიათ ბიზნესპარტნიორების მფარველობას დაეყრდნოთ, ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს კი საშუალება ექნება, საყვარელი საქმით დაკავდეს.

სასიკეთო დღეები: 30, 1.

არასასიკეთო დღე: 27.

 

ქალწული

გაზაფხულის ამ დღეებში ქალწულს მოუწევს დაძაბვა და თავისი შეუცვლელობის დამტკიცება. ხელმძღვანელობა გამოწვევის წინაშე დაგაყენებთ – ნურაფრის შეგეშინდებათ, დარწმუნებული იყავით, რომ გაიმარჯვებთ (თქვენს პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება). სამშაბათს შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ კონტრაქტებს და დადოთ გარიგებები – ინვესტიციები მაღალეფექტიანი იქნება და პარტნიორები თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას შეეცდებიან. ოთხშაბათს სასურველია ინიციატივის გამოჩენისგან თავი შეიკავოთ. თქვენს გეგმებს უცნობ ადამიანებს ნუ გააცნობთ. სასიყვარულო ფრონტზე პარასკევს ცვლილებებია მოსალოდნელი, საინტერესო ადამიან(ებ)ს გაიცნობთ.

სასიკეთო დღეები: 2, 3.

არასასიკეთო დღე: 28.

 

სასწორი

ენერგია და ოპტიმიზმი საკმარისზე მეტი გაქვთ და ეს პერიოდი კარგად ჩაივლის, მაგრამ მოერიდეთ ეგრეთ წოდებულ ენერგეტიკულ ვამპირებს: ამ სიაში შედიან არა მარტო კონკურენტები, არამედ კოლეგები და მეგობრებიც კი. ორშაბათს სასწორს შეიძლება გაუმართლოს მატერიალური თვალსაზრისით, მაგრამ ამჯერად საქველმოქმედო საქმიანობაში ნუ ჩაებმებით, ფულს აქეთ-იქით ნუ დაფანტავთ, უმჯობესია ვალი გაისტუმროთ და სესხები დაფაროთ. კვირის მეორე ნახევარი კარგია გართობისთვის. ნუ გეშინიათ ჭორების, ამჯერად თქვენს რეპუტაციას ვერაფერი შეარყევს.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 29.

 

მორიელი

ისწავლეთ დაზოგვა – ამ პერიოდის განმავლობაში ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, მაგრამ შეიძლება დაუგეგმავი ხარჯები გქონდეთ. კვირის დასაწყისში მეგობრებმა შეიძლება დახმარებისთვის მოგმართონ. თუ ფულს ასესხებთ, მზად იყავით, რომ არ დაგიბრუნებენ (ყოველ შემთხვევაში – დიდხანს) და მერე გული არ დაგწყდეთ. ამ კვირაში მიზანშეწონილია დრო ყოველდღიური პრობლემების მოგვარებას დაუთმოთ, ასევე მოლაპარაკებებსა და გარიგებებში მიიღოთ მონაწილეობა. შაბათ-კვირას ემოციური შეხვედრა გექნებათ.

სასიკეთო დღეები: 28, 3.

არასასიკეთო დღე: 29.

 

მშვილდოსანი

ემოციური მღელვარება საჭიროა, მაგრამ არა ასეთი დოზით – ამ პერიოდის განმავლობაში სასურველია თავშეკავება, მცირე პრობლემებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ორშაბათს მშვილდოსანს ფულადი პრემიის მიღების დიდი შანსი ექნება, მაგრამ გონივრულად განკარგეთ ფინანსები – თანხა გადაინახეთ. ოთხშაბათს საშუალება გექნებათ სასარგებლო კონტაქტები დაამყაროთ. ახალი ბიზნესპარტნიორები მზად არიან თანამშრომლობისთვის, უბრალოდ, საკუთარი თავი უნდა წარადგინოთ. ვარსკვლავების რჩევით, ოჯახური პრობლემების მოგვარება პარასკევისთვის უნდა გადადოთ. შაბათ-კვირას სასიამოვნოდ გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 30, 3.

არასასიკეთო დღე: 1.

 

თხის რქა

იყავით აქტიურები ახალი გამოცდილებისათვის – ეს კვირა იდეალურია სასწავლო კურსებისთვის. ორშაბათს თხის რქას ელიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, ოთხშაბათი კი შესაფერისია ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობისთვის. ამ კვირის პარასკევი ფინანსური პრობლემების მოგვარებას მიუძღვენით. თხის რქის იდეებს ხორცი შეესხმება, მთავარია, სარისკო საქმიანობაში არ ჩაერთოთ და მომხიბვლელ უცნობებს არ ენდოთ. შაბათ-კვირისთვის დაგეგმილი საქველმოქმედო ღონისძიება წარმატებით ჩაივლის მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატიული ხასიათის შეფერხებები იქნება.

სასიკეთო დღეები: 2, 3.

არასასიკეთო დღე: 27.

 

მერწყული

ნუ ჩაეფლობით სხვის პრობლემებში – ამ კვირაში თქვენი საქმეებიც საკმარისზე მეტი გაქვთ. სამშაბათს შეიძლება სამსახურში შემოწმება მოხდეს და თქვენ მოგიწევთ პროცესების კურირება. მერწყულმა არაფერზე უნდა იდარდოს, პირიქით – სიხარულის მრავალი მიზეზი გექნებათ. ხელმძღვანელობა დააფასებს თქვენს გულმოდგინებას და შეეცდება მადლობა გადაგიხადოთ. ხუთშაბათს მერწყულს შეუძლია დაისვენოს, მაგრამ ნუ დაიზარებთ და შემოქმედებითი გეგმების განხორციელებაზე იზრუნეთ.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 27.

 

თევზები

ნაკლები ემოცია და მეტი საღი აზრი – თევზებს რთული, მაგრამ ძალიან დატვირთული კვირა ელოდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ორშაბათს თქვენს კაპიტალზე იზრუნოთ: იფიქრეთ მომგებიან ინვესტიციებზე, შეიძლება ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შეძლოთ. სამშაბათი კარგია საქმიან პარტნიორებთან შესახვედრად; შეეცადეთ გადალახოთ მორიდება და თქვენი გეგმების შესახებ გავლენიან ნაცნობებს მოუყევით, მაგრამ, ვარსკვლავების რჩევით, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვან პერსონებთან არაფორმალური ურთიერთობისაგან. ამისთვის მეგობრები არსებობენ, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის შეიკრიბებიან თქვენთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 27, 2.

არასასიკეთო დღე: 29.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close