fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიაში გასულ ერთ დღეში COVID-19-ით 260 ადამიანი გარდაიცვალა – ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 15 მარტის შემდეგ

იტალიაში გასულ 24 საათში კოვიდ-19-ით 260 პაციენტი გარდაიცვალა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 40 დღის განმავლობაში, 15 მარტის შემდეგ. 15 მარტის მონაცემებით, გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი იყო 368, წინა დღეს კი – 175. მთლიანობაში იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი ამ დროისთვის 26 644-ს შეადგენს. 

გამოვლინდა ინფიცირების 2324 ახალი შემთხვევა (სულ, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 197 675).

კიდევ გამოჯანმრთელდა 1808 ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  დღეს 65 ათასს მიუახლოვდა (64 928). შაბათს დღიური ზრდა იყო 2622.

5-დღიანი კლების შემდეგ კოვიდ-დადებითი პაციენტების რიცხვი დღეს გაიზარდა 256-ით (ეს მაჩვენებელი, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის გარდა, დამოკიდებულია გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვზე; რაც მეტია ორივე მაჩვენებელი, მით ნაკლებია აქტიურ პაციენტთა რაოდენობა). შაბათს კლება იყო 680. ახალი მონაცემები სამოქალაქო დაცვის სამსახურმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა. ამის შესახებ ANSA წერს.

თითქმის ერთი თვეა, გრძელდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებულ პაციენტთა რიცხვი. ამჯერად დღიური კლება იყო 93 და ამ დროისთვის რეანიმაციაში მოთავსებულია 2009 პაციენტი, მათგან 706 – ლომბარდიაში, 18-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ. მძიმე პაციენტთა რაოდენობის კლება გარდაცვალების შემთხვევების შემცირების წინაპირობაა და მოსალოდნელია, რომ იტალიაში ამ მხრივ სიტუაცია თანდათან უფრო და უფრო გაუჯობესდება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის აგრესიულობა შემცირდა,

მკვეთრად იკლებს სიკვდილის შემთხვევების რაოდენობა ლომბარდიაში – გასულ 24 საათში 56 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდ-19-ით (გუშინ – 163), რაც 7 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მთლიანობაში ლომბარდიაში 13325 პაციენტია გარდაცვლილი COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close