23 აპრილის ახალი მთვარე: ზოდიაქოს სამ ნიშანს სანუკვარი სურვილები აუსრულდება
როგორ უნდა მოვიქცეთ და რა არ უნდა გაკეთდეს ამ დღეს
23 აპრილს ახალმთვარეობაა. რა თვისებებით ხასიათდება ეს დღე, რატომ არის საინტერესო, რატომ შეიძლება იყოს საშიში, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ სწორად ახალი მთვარის დროს და რა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს, რათა უსიამოვნებაში არ გავეხვიოთ? ვეცდებით, ამ კითხვებზე პასუხები გავცეთ.
ახალი მთვარე – მთვარის სპეციფიკური ფაზაა, როდესაც მზე სიმბოლურად მთვარეს „უკავშირდება“, ღამის მნათობი იფარება და ცაში არ მოჩანს. ასტროლოგებისთვის ახალი მთვარე განსაკუთრებული პერიოდია, რადგან დგება ახალი ათვლის მომენტი, როდესაც შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება მომავალი მთვარის თვის განმავლობაში. ზოგადად, ახალი მთვარე ხელსაყრელი პერიოდია მიტევებისთვის, ახალი მიღწევების მოსაპოვებლად ძალების დაგროვებისა მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვისთვის.
დღევანდელი გაზაფხულის ახალმა მთვარემ, რომელიც კუროს ნიშანში შედის, შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ადამიანების ცხოვრებაზე, ქცევასა და მდგომარეობაზე. კუროს ნიშანს ადამიანებზე დამამშვიდებელი და მშვიდობის მომტანი გავლენა აქვს. მათ ფეხქვეშ მყარი ნიადაგის, თავდაჯერებულობისა და ნათელი გონების შეგრძნება უჩნდებათ. ზოდიაქოს ამ ნიშნის მოქმედების განმავლობაში ადამიანები ხდებიან მშვიდობიანები, ოღონდ შენელებული მოქმედებით, გარკვეულწილად ჯიუტები და ფლეგმატურები.
კუროს დღეებში ხელსაყრელია დაკავდეთ ჩვეული რუტინით, საყოფაცხოვრებო საქმეებით და წმინდა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებით, ხოლო ბიზნესის სფეროში და კარიერის ზრდისთვის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები უფრო შესაფერისი დროით უნდა გადაიდოს. სიჯიუტის და შენელებული რეაქციის გამო, შეიძლება აშკარა შეცდომები დაუშვათ, რომელთა მოგვიანებით გამოსწორებაც რთული იქნება.
ეს დღე კარგია ვარჯიშის, მარხვის ან დიეტის ციკლის დასაწყებად. ამ დღეს ნებისმიერი წამოწყება დამატებით ენერგიას მიიღებს.
რიტუალები და ტრადიციები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ახალი მთვარის დროს
- ახალ მთვარეზე ხელსაყრელია ორგანიზმის გაწმენდა, მაგალითად, მოაწყვეთ განტვირთვის დღე.
- ახალი მთვარის დროს უფრო იოლი ხდება ცუდი ჩვევებისგან თავის დაღწევა – ეს პროცესი გაცილებით გაგიადვილდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში.
- ახალ მთვარეზე ჩაფიქრებული სურვილები, როგორც წესი, სრულდება, მთავარია გჯეროდეთ დადებითი შედეგისა და საკუთარი ძალების.
- ახალ მთვარეზე კარგია მთელი ნეგატივი მოიცილოთ: მიიღეთ კონტრასტული შხაპი.
- თვალყური ადევნეთ საკუთარ ემოციურ განწყობას, თავი შეიკავეთ ნეგატივის მატარებელ და უხეშ ადამიანებთან ურთიერთობისგან, ასევე, შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს.
ახალ მთვარეზე ფინანსური წარმატების მოსაზიდად შეგიძლიათ შემდეგი რჩევები გაითვალისწინოთ:
- რეკომენდებულია ძველი, უსარგებლო და გატეხილი ნივთების გადაყრა.
- სასურველია სახლის დალაგება.
ახალ მთვარეზე ზოდიაქოს სამ ნიშანს სანუკვარი სურვილები აუსრულდება
კუროს ნიშანი, რომელშიც ახალი მთვარე გაივლის, გვპირდება მხარდაჭერას ჯანმრთელობის, სილამაზის, შემოქმედებით, კეთილდღეობისა და სიმდიდრის საკითხებში. ზოდიაქოს ყველა ნიშანისთვის მიზანშეწონილია სამყაროს მიმართოს და სურვილების შესრულება ითხოვოს, მაგრამ, ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს სამ ნიშანს სურვილების ასრულების გაცილებით დიდი შანსი აქვს, ვიდრე დანარჩენ ნიშნებს.
პირველი – ეს თავად კუროა. ამ ნიშანს ზოგადად აზრების მატერიალიზაცია ძალუძს. კუროების ყველაზე სანუკვარი სურვილები ყოველთვის სრულდება.
მეორე – სასწორია. ახალი მთვარე კუროში მოითხოვს ხასიათის ისეთ თვისებებს, როგორიცაა: კეთილშობილება, გულუხვობა, პატიოსნება, ტაქტი, წესიერება. სასწორი ყველა ამ თვისებით ხასიათდება და სამყარო მათ სურვილებს აუცილებლად გამოეხმაურება.
მესამე – მერწყულია. ამ ნიშნით დაბადებულები იღბლიანები არიან. მათ აქვთ წარმატების მოზიდვის არაჩვეულებრივი უნარი და ფორტუნა უღიმით, რადგან ისინი თავად აყალიბებენ ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს.
დაიმახსოვრეთ, სამყარომ თქვენ მიმათ რომ გულუხვობა გამოიჩინოს, სხვების მიმართ უფრო კეთილი უნდა იყოთ.
ინტერნეტმასალების მიხედვით მოამზადა თამარ ქავჟარაძემ
კომენტარები