კორონავირუსით დაზარალებული იტალიური სასტუმრო De La Poste ჩინეთის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სასტუმროს მეპატრონეებმა კურორტ კორტინა-დამეცოს ქალაქ ბელუნოში ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ისინი ჩინეთის მთავრობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაგვიანებულ ინფორმირებაში ადანაშაულებენ. ამასთან, სასტუმროში აცხადებენ, რომ ჩინეთი თავისი აეროპორტებიდან გამოფრენილ ადამიანებს სათანადოდ არ ამოწმებდა, რამაც იტალიის ტურიზმის სფეროს უზარმაზარი ზარალი მიაყენა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთს ვირუსის გავრცელების გამო აშშ-ის შტატმა, მისურიმ უჩივლა.
imedinews.ge
კომენტარები