საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: ლტოლვილთა საცხოვრებელში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 150 შემთხვევა გამოვლინდა

დღეს საბერძნეთში პანდემიასთან დაკავშირებით საგანგაშო ინფორმაცია გავრცელდა: აღმოჩნდა, რომ ქალაქ კრანიდში მდებარე ლტოლვილთა საცხოვრებელში 150 ადამიანი ახალი კორონავირუსით არის ინფიცირებული. ამის შესახებ „პროტოთემა“ წერს. 

ადგილზე ჩავიდა მოქალაქის დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოს ხარდალიასი. როგორც ცნობილი ხდება, ვირუსი თავდაპირველად აღმოაჩნდა სომალელ ფეხმძიმე ქალს, რომლის ტესტის შედეგი კვირას, 19 აპრილს გახდა ცნობილი. მაშინვე გაუკეთეს ტესტები 470 ლტოლვილს და დღეს დადასტურდა, რომ 150 მათგანი დაავადებულია.

სიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ აღნიშნულ დასახლებაში, ძირითადად, აფრიკელი ლტოლვილები ცხოვრობენ და მათთან კომუნიკაცია ენის ბარიერის გამო ძლიერ ჭირს. ამავე დროს, საბერძნეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ნებისმიერ შემთხვევაში საქმე გვაქვს ყველაზე სერიოზულ გამოწვევასთან, რაც კი საბერძნეთს პანდემიის პირობებში ჰქონია.

ცნობისათვის: კრანიდი მდებარეობს პელოპონესის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ცნობილი საპორტო ქალაქის, პორტო-ხელის ჩრდილოეთით.

გიორგი ჯანელიძე

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close