საზოგადოებასაქართველო
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა
95 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა საერთო მაჩვენებელი დღეს საღამოს 402-მდე გაიზარდა. გასულ ერთ დღე-ღამეში 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 95-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ამ დროისთვის გარდაცვალების 4 ფაქტია დაფიქსირებული, კორონავირუსის 4-ვე მსხვერპლი ქალია.
საქართველოში გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 პაციენტი ავსტრიის მოქალაქე იყო და ავსტრიამ სპეცრეისით სამშობლოში დააბრუნა.
საქართველოში დაბრუნდა უცხოეთში ინფიცირებული ჩვენი 3 მოქალაქე, შესაბამისად,ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 304 აქტიური პაციენტია.
stopcov.ge-ს ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 4782, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503 ადამიანი.
კომენტარები