fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა

95 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა საერთო მაჩვენებელი დღეს საღამოს 402-მდე გაიზარდა. გასულ ერთ დღე-ღამეში 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 95-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ამ დროისთვის გარდაცვალების 4 ფაქტია დაფიქსირებული, კორონავირუსის 4-ვე მსხვერპლი ქალია.

საქართველოში გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 პაციენტი ავსტრიის მოქალაქე იყო და ავსტრიამ სპეცრეისით სამშობლოში დააბრუნა.

საქართველოში დაბრუნდა უცხოეთში ინფიცირებული ჩვენი 3 მოქალაქე, შესაბამისად,ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 304 აქტიური პაციენტია.

stopcov.ge-ს ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 4782, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503 ადამიანი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close