საზოგადოებასაბერძნეთი

მიცოტაკისი: „როგორ მივიღე გადაწყვეტილება ქვეყნის „დაკეტვის“ შესახებ… მაისიდან შეზღუდვების ზომები შემსუბუქდება“

ოპტიმისტურია პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოკაკისის ინტერვიუ გაზეთ „KATHIMERINI-სთან, სადაც საბერძნეთის სახელმწიფოს მეთაური აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობისა და ეკონომიკური კრიზისი დროებითია. „ყველაფერს გადავლახავთ“, – ამბობს მიცოტაკისი.

„ფაქტია, რომ ჩვენ ყველანი ერთად აღმოვჩნდით პანდემიის და მის შედეგად გამოწვეული საყოველთაო შეზღუდვების პირისპირ, ალბათ ბევრისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა… საბოლოო ჯამში, ჩვენ აღმოგვაჩნდა გამძლეობა, (…) ერთად გადავლახავთ სირთულეებს და სწრაფად დავძლევთ მათ“.

მიცოტაკისი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის კრიზისის პერიოდში მას მეტი ნდობა გაუჩნდა ეროვნული ჯანდაცვის სისტემის მიმართ: „საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ  არა მარტო ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც, შევქმნათ ძლიერი ჯანდაცვის ეროვნული სისტემა, რომელიც სამაგალითო იქნება არა მხოლოდ ქვეყნის  შიგნით, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით“, – განაცხადა საბერძნეთის სახელმწიფოს მეთაურმა.

ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ  მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის „დაკეტვის“ (lockdown) შესახებ.

„მახსოვს, 7 მარტს გამართულ შეხვედრაზე, დიდ შეხვედრაზე, რომელზეც, ფაქტობრივად, ესწრებოდა მთელი მინისტრთა საბჭო, ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები ამბობდნენ: „ღვთისშობელო, დაგვიცავი! თუ დავიკეტებით… კატასტროფა იქნება, გავნადგურდებით, ნუ გააკეთებ ამას!  ორი დღის შემდეგ გადავწყვიტე სკოლების დახურვა. შემდეგ, მაღაზიებიც დავხურეთ“, – გაიხსენა მან 7 მარტის შეხვედრის დეტალები.

შეზღუდვის შემამსუბუქებული ზომების მიღებასთან დაკავშირებით კირიაკოს მიცოტაკისი აცხადებს: „მჯერა, რომ თვის ბოლოს ბევრად უკეთესი სურათი გვექნება, ასე რომ, თუ მნიშვნელოვანი დრამატული ცვლილებები არ იქნება, მაისში შევძლებთ, თანდათანობით შევამსუბუქოთ მკაცრი ზომები, მაგრამ ეს  მოხდება ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ“.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა სოტირის ციოდრასის  როლზე და აღიარა, რომ ისინი ახლა დამეგობრდნენ: „ის არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ დიდი მეცნიერია. არამედ პიროვნულადაც გამორჩეულია თავისი გულისხმიერებით. ის ნამდვილი ექიმია!“ – ასე დაახასიათა მან ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი, ვირუსოლოგი და ეპიდემიოლოგი, პროფესორი სოტირის ციოდრასი, რომელიც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე საბერძნეთში ლამის ეროვნულ გმირად იქცა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close