საზოგადოებასაქართველო

ყველაზე აქტუალური კორონაიუმორი – მესამე სერია

16 აპრილს საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის შეკავების მიზნით შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირის“ უფლება ჯერ არავის შეუზღუდავს და აი, გამოჩნდა კიდეც ისეთი იუმორისტი „კომენტატორი“, რომელმაც ამ უფლებით ისარგებლა და მთავრობის ბრიფინგის live-ტრანსლაციის დროს ბინის კლიენტების მოძებნა გადაწყვიტა.

17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და ამ ტრანსპორტის იმედად დავრჩით – 3 კაცი და გავდივართ 😁

იკრძალება გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა. შეზღუდვა შეეხება ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც. არ იკრძალება მოპედითა და ველოსიპედით გადაადგილება. არც ცხენითო?!

ქირავდებაო…

გადახდა მარტო ტერმინალითო…

17 აპრილიდან დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებაც სავალდებულო გახდა.

არავის სახლში არ შევდივარ მე და ნურც ნურავინ შემოვა ჩემს სახლში 😂 – (ვაკო გოგოლაძე)

17 აპრილიდან 10 დღის ვადით ქალაქებში შეზღუდვები სასაფლაოებზეც გავრცელდა. რასაკვირველია, გურულმა აქაც ნახა გამოსავალი.

წინდახედული უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ რთულ პერიოდში, მაშინ როცა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, სახლში დარჩენა ჯობია, ყოველი შემთხვევისთვის…

თუმცა ისეთებიც არიან (იყვნენ), რომლებიც სახლში არ დარჩნენ…

ამასობაში კი პატარა ღამურებს ტკბილად სძინავთ…

და ლამაზ სიზმრებს ხედავენ, როგორ დაფრთიანდებიან და მსოფლიოს მოედებიან. ამ პატარებმა ჯერ არ იციან, რა შარი ელით. „ჩინური ანდაზისა“ არ იყოს, ვისაც ჰგონია, რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია სამყაროს შეცვლა, ესე იგი მას არ დაუგემოვნებია ღამურა (ანდაზას დავესესხეთ Guranda Gabedava-ს).

და გულს მაინც ნუ გაიტეხთ, მალე აფთიაქებში უებარი წამალი გამოჩნდება.

თქვენთვის შეაგროვა და კომენტარები დაურთო მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close