მსოფლიოსაზოგადოება

საბერძნეთი კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებულ ქვეყნებს შორის მოხვდა

ამ სიაში საქართველო არ არის

ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია Deep Knowledge Group-ის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა 40 ქვეყნის სია, რომლებიც ყველაზე წარმატებულად ებრძვიან კორონავირუსს. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა „პროტოთემა“ წერს.

სიას სათავეში უდგას ისრაელი. საბერძნეთი წარმატებულ ქვეყნებს შორის 30-ე ადგილზე მოხვდა, კვიპროსი 29-ე ადგილზეა. ევროპაში გერმანია ლიდერობს. სიაში მას ისრაელის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს. კვლევისას გათვალისწინებული იყო მრავალმხრივი მონაცემი. კერძოდ, შეზღუდვების ხანგრძლივობა, დარღვევების სიხშირე, სადიაგნოსტიკო ტესტების მასობრიობა და საავადმყოფოების სათანადოდ აღჭურვა. მკვლევარებმა ასევე შეაფასეს ხელისუფლებების მიერ მოსახლეობისთვის გაწეული ფინანსური დახმარების ეფექტიანობა. აღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე, საქართველო ამ სიაში ვერ მოხვდა. სხვატა შორის, ვერც ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენი მეზობელი თურქეთი კი 36-ე ადგილზეა.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close