fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ჩინეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 38%-ით გაიზარდა

ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 351-ით მოიმატა

ჩინეთის ქალაქ უჰანის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ COVID-19-ის სტატისტიკის ხელახლა დათვლის შედეგად უჰანში კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 1290-ით გაიზარდა (3869-მდე), ანუ 38,6%-ით – ამის შესახებ ქალაქის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი. მთლიანობაში ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის 4632-ს აღწევს.

უჰანის ხელისუფლებამ, აგრეთვე, დააზუსტა კორონავირუსული ინფექციის შემთხვევათა მაჩვენებელი, რომელიც 325-ით გაიზარდა (სულ – 50 333-მდე). ამის შედეგად ჩინეთში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა გასულ 24 საათში 351-ით მოიმატა.

ქვეყნის ჰიგიენისა და ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციის თანახმად, გასულ 24 საათში ჩინეთში არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით. საავადმყოფოებში მოთავსებულ ინფიცირებულთა რაოდენობა 26-ით გაიზარდა და 116-ს შეადგენს, მათგან 89 – რეანიმაციაშია.

ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევათა ჯამური მაჩვენებელი ჩინეთში 82 692-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 77 944 ადამიანი (მათ შორის, 52 – გასულ ერთ დღე-ღამეში) ანუ 94,3%.

აგრეთვე, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პანდემიის ნეგატიური ზემოქმედების გამო მიმდინარე წლის პირველი კვარტალში ჩინეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი უარყოფითია. ასეთი რამ პირველად მოხდა ბოლო 28 წლის მანძილზე. 2020 წლის იანვარ-მარტის პერიოდში ჩინეთის მშპ 6,8%-ით შემცირდა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close