fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

კორონავირუსის გამო იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთი რამადანის დღესასწაულზე მომლოცველთათვის დაიკეტება

იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთი მუსლიმთა დღესასწაულ რამადანზე მომლოცველებისთვის დაკეტილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ იორდანიის მიერ დანიშნულ საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მუსლიმთა რიგით მესამე სიწმინდეს ზედამხედველობს.

აკრძალვა კორონავირუსის ეპიდემიას უკავშირდება. რამადანის მიმდინარეობისას ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე მუსლიმური შეკრებები სასულიერო რეკომენდაციებისა და სამედიცინო რჩევების შესაბამისად აიკრძალა.

თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ რამადანის წმინდა თვის დროს ალ-აქსას მეჩეთი ისტორიაში პირველად დაიხურება.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close