fbpx
მედიცინამსოფლიო

„ფოქს ნიუსი“ – პირველი ინფიცირებული, სავარაუდოდ, უჰანის ლაბორატორიაში მუშაობდა

„წყაროები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი წარმოიშვა უჰანის ლაბორატორიაში, ჩინეთის აშშ-თან კონკურენციის ფარგლებში“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა „ფოქს ნიუსი“.

გამოცემის ექსკლუზიურ მასალაში აღნიშნულია, რომ კოვიდ-19, სავარაუდოდ, უჰანის ლაბორატორიაში შეიქმნა არა, როგორც ბიოლოგიური იარაღი, არამედ, როგორც ჩინეთის მცდელობის ნაწილი, დემონსტრირება მოეხდინა, რომ მისი ძალისხმევა ვირუსების აღმოჩენისა და მათთან ბრძოლის კუთხით აშშ-ის შესაძლებლობების ტოლია ან აღემატება მას.

„ფოქს ნიუსის“ ერთ-ერთი წყარო ვარაუდობს, რომ თავდაპირველად ვირუსის გადაცემა ღამურიდან ადამიანზე მოხდა და პირველი ინფიცირებული უჰანის ლაბორატორიაში მუშაობდა, რომელიც შემდეგ ქალაქის მოსახლეობაში გავიდა.

ანგარიშთან დაკავშირებით, „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტის, ჯონ რობერტსის კითხვაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ „სულ უფრო და უფრ მეტ ამბავს ვისმენთ…ჩვენ ვაკეთებთ ამ საშინელი სიტუაციის ძალიან საფუძვლიან გამოკვლევას“.

„ფოქს ნიუსი“ წერს, რომ დოკუმენტები დეტალურად აღწერს ვირუსის შესაკავებლად ლაბორატორიის ექიმების ძლისხმევასა და ქვეყნის ადრეულ ზომებს.

მასალაში აღნიშნულია, რომ უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარში, რომელიც თავდაპირველად ვირუსის წარმოშობის ადგილად დასახელდა, ღამურები არასდროს იყიდებოდა. ფარული წყარო „ფოქს ნიუსს“ უყვება, რომ ზღვის პროდუქტების ბაზრის დადანაშაულება იყო ჩინეთის მცდელობა, რომ ბრალდება უჰანის ლაბორატორიისთვის აერიდებინა, რომელსაც თან ახლდა ქვეყნის ხელისუფლების აშშ-ისკენ და იტალიისკენ მიმართული პროპაგანდა.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა 2018 წლის იანვარში განაცხადეს, რომ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში უსაფრთხოება საკმარისად დაცული არ იყო და გაავრცელეს ინფორმაცია იმ მეცნიერებზე, რომლებიც ღამურების კორონავირუსებზე სარისკო კვლევებს აწარმოებდნენ. აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ თქვა, რომ მტკიცებულებები ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებს, თუმცა დადასტურებულად არც ამის თქმა შეიძლება.

ვირუსის წარმოშობაზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც.

„რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ვირუსი წარმოიშვა უჰანში, ჩინეთში. ჩვენ ვიცით, რომ ზღვის პროდუქტების ბაზრიდან რამდენიმე მილში მდებარეობს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ აშშ-ის მთავრობა გულმოდგინედ მუშაობს ამის გასაგებად“, – განაცხადა პომპეომ.

„ფოქს ნიუსის“ წყარო ამბობს, რომ ჩინეთმა 100 პროცენტით დამალა და შეცვალა მონაცემები, ნიმუშები განადგურდა, დაბინძურებული ტერიტორიები გაიწმინდა და აკადემიური სტატიები დამალეს.

„ფოქს ნიუსის“ ექსკლუზიურ მასალაში აღნიშნულია, რომ ის ექიმები და ჟურნალისტები, რომლებიც ვირუსის გავრცელების, მისი გადამდები ბუნებისა და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის საშიშროებაზე საუბრობდნენ, „გაუჩინარდნენ“.

სტატიის მიხედვით, ჩინეთმა უჰანიდან ქვეყნის შიგნით მგზავრობა სწრაფად ჩაკეტა, თუმცა ქალაქიდან საერთაშორისო ფრენები არ შეუჩერებია. ფარული წყარო „ფოქს ნიუსს“ ეუბნება, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთს კვალის დაფარვაში თავიდანვე ეხმარებოდა.

გივი ბარამიძე

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close